Search

გამოჟონა NVIDIA Tegra 4 პროცესორის დეტალებმა

NVIDIA-ს სუპერგმირად წოდებული მობილური ჩიპსეტის შესახებ ინფორმაცია ჩინეთში გავრცელდა და როგორც ჩანს ის ფეხდაფეხ მიყვება მის კონკურენტებს, როგორიცაა Quallcomm და Samsung. Tegra 4 (კოდური დასახელებით Wayne) როგორც ჩანს იგივე 28 ნანომეტრიანი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიური პროცესით შეუქმნება. როგორც Chip Hell-ის მოწოდებულ სურათზეა მას 72 ბირთვიანი გრაფიკული სისტემა ექნება.

ახალ ჩიპს ექნება 20-ჯერ მეტი სიმძლავრე ვიდერე Tegra 2 და 6-ჯერ მეტი ვიდრე მიმდინარე Tegra 3, რომლის ბაზაზეც მუშაობს Nexus 7 პლანშეტი. ამ გრაფიკულ ბირთვებს შეეძლებათ ამუშაონ ეკრანები გარჩევადობით 2,560 x 1600 და გამოუშვან 1080p ვიდეო 120 ჰერცის სიხშირით, ინფორმაციაში გაკვრით მოხსენიებულია 4k  ვიდეოს გაშვებაც. ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება გამთვლითი ბირთვების რაოდენობა რომელიც იგივე რჩება 4+1, მაგრამ არის ARM-ის ახალი არქიტექტურისკენ (Cortex-A15) მოძრაობა. ასევე იქნება USB 3.0-ის და ორ არხიანი  DDR3L მეხსიერების მხარდაჭერაც.  როგორც ჩანს ახალი ჩიპი მომავალი წლის დასაწყისიკენ აუცილებლად გამოჩნდება მსოფლიო მობილურ კონგრესზე-ზე.

წყარო: Engadget