თუ თქვენ აპირებთ გახდეთ Window Phone-ის და Windows 8 პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი და ამასთანავე გქონდეთ Gmail და Google Drive აპლიკაციები მაშინ მოგიწევთ მოთმინებაში ვარჯიში. კომპანია მაუნთინ ვიუდან იუწყება, რომ არ ჩქარობს ამ პლატფორმისთვის აპლიკაციების გამოშვებას.

“ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ Windows აპლიკაციები” ამბობს Google Apps-ის პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორი კლეი ბავორი “ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, როცა ინვესტირებას ეხება საქმე და ვაკეთებთ ამას იქ სადაც მომხმარებელი მიდის. Windows Phone და Windows 8-ს არ ყავს მომხმარებელი” ჯერ-ჯერობით Google დაკავებულია iOS და Android აპლიკაციების გამოშვებით და გაუმჯობესებით. Windows-ის ახალი პლატფორმის ახალ მომხმარებლებს კი მოუწევთ ამ სერვისების ვებ აპლიკაციებით დაკმაყოფილება.

წყარო: Engadget

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.