40 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იუჯინ ცერნანმა დატოვა ბოლო ნაფეხური მთვარის ზედაპირზე Apollo 17 მისიის დასრულებისას. ეს იყო ბოლო იმ ქვსი მისიიდან, რომელიც მთვარის ზედაპირზე შეასრულა პილოტირებულმა ხომალდებმა. გაფრენა სულ 9 იყო მაგრამ სულ 6-მა მისიამ მოახერხა ზედაპირზე დაჯდომა. ამ მისიების განმავლობაში სულ 12-მა ადამიანმა გაისეირნა მთვარეზე 🙂

საავტორო უფლებები: NASA / Eugene Cernan]

ამ წლების განმავლობაში მთვარის შესწავლა არ შეწყვეტილა და ეს სხვა და სხვა მისიების ნაწილი იყო უმეტეს შემთხვევაში. ორი კვირის შემდეგ მთვარის ჩრდილოეთ პოლუსზე ერთ-ერთ მთას გეგმის მიხედვით უნდა შეეჯახოს კოსმოსური ხომალდი GRAIL-ის ტყუპისცალი. ეს ხომალდები მთვარის ორბიტაზე 1 იანვრიდან იმყოფებიან და ადგენენ მთვარის მაღალი გარჩევადობს გრავიტაციული ველის რუქას, ასევე აგროვებენ ინფორმაციას რომელიც ეხება ბუნებრივი თანამგზავრის შიდა სტრუქტურულ შემადგენლობას. ამ მოვლენის ნახვა შესაძლებელი იქნება სამშაბათს დილის 2 საათზე თბილისის დროით NASA-ს სპეციალურ ვებსაიტზე რომელიც წყაროშია მითითებული.

წყარო: Engadget, NASA

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.