Search

Samsung-ის ისტორია!

1

სანამ, კომპანია Samsung-ის ისტორიას გადავალებდეთ თვალს მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა მართალაც ამ მსოფლიო გიგანტის მიმართ. თქვნი ყურადღება მინდა ერთ ტრემინზე შევაჩერო, ეს არის AIO, ასე აღნიშნავენ ეგრედ წოდებულ ”ყველაფერი ერთში კლასის” მოწყობილობებს. ზუსატად ეს ტერმინი შეესაბამება კომპანია Samsung-ს, ”ყველაფერი ერთში”! ეს არის კომპანია რომელიც ერთანეთისგან განსხვავებულ სხვადასხვა სფეროში ძალიან ბევრ პროდუქტს აწარმოებს და მისი პროდუქტები ყოველთვის ხვდება ლიდერთა შორის! სამსუნგი დაკავებულია ელექტრონული და მიკროელექტრონული საქმიანობით, ქიმიური მრეწველობით, მშენებლობით, მძიმე მრეწველობით, ფინანსებით და კრედიტებით, მანქანათმშენებლობით და დაზღვევით.

ასევე მის მფლობელობაშია სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალური გუნდები, ასპონსორებს საფეხბურთო კლუბებს, ოლიმპიურ თამაშებს და გუნდებს, თავისი წვლილი შეაქვს ხელოვნობის და ლიტერატურის განვითარებაში, მფლობს გასართობ და დასასვენებელ ცენტრებს, აარსებს საქველმოქმოდო ფონდებს და ა.შ. პირადად მე არ მსმენია სხვა კომპანია ამდენ სფეროს ერთად შეჭიდებოდეს და თითქმის ყველა დარგში ლიდერთა შორის ხვდებოდეს. როდესაც პირველად გავეცანი ამ კომპანიის ისტორიას, მაშინვე  ჩემთვის Samsung ჩემი Samsung-ით შეიცვლა. მაშ ასე, ძვირფასო go-ელებო თქვენ წინაშეა Samsung!!!

galaxy-smartphones

სამსუნგი — სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კონცერნია, რომელიც შეიქმნა 1938 წელს. მსოფლიო ბაზარზე ის ცნობილია, როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტების, სატელეკომინიკაციო აღჭურვილობის, საოჯახო ტექნიკის,აუდიო- და ვიდეო მოწყობილობების მწარმოებელი.

სიტყვა „სამსუნგი“ კორეულ ენაზე ნიშნავს სამ „ვარსკვლავს“. შესაძლებელია სახელი Samsung დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ სამსუნგის დამაარსებელს ლი ბიონ ჩოლს (Lee Byung-chull) ჰყავს სამი ვაჟი. 2008 წლამდე კომპანიის უფროსი იყო უმცროსი შვილი ლი გონ ჩუი, რაც არის ყველა აღმოსავლური ქვეყნის ტრადიციის დარღვევა, რისი მიხედვითაც ოჯახური საკუთრების უდიდესი ნაწილი გადაეცემა უფროს შვილს.

კომპანიის მისია:

შესანიშნავი პროდუქტების და მომსახურეობების შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ კომპანიის

ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურებს, რითაც ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური

საზოგადოების განივთარებაში.

notebi

კომპანიის დაარსება

1930-იან წლებში კორეაში მეწარმე ლი ბიონ ჩოლი იწყებს ბრინჯის ფქვილის წარმოებას. მცირე ზომის საწყობი ქალაქ დეგუში, რომელიც გახდა კომპანია Samsung-ის დიდი ისტორიის დასაწყისი. ამ დროს კორეა იყო იაპონიის კოლონია და ქვეყანაში ძალიან რთული იყო კერძო ბიზნესის წამოწყება. თუმცა, უკვე 1938 წელს ლიმ შეძლო პირველი შეექმნა პირველი დამოუკიდებელი საექსპორტო ხაზი მიმართულებით: კორეიდან ჩინეთში და მანჩუჟრიაში. ისეთი საკვები პროდუქტების აქტიურმა მიწოდებამ, როგორიც არის ბირნჯი, შაქარი და გამხმარი თევზი, ლი ბიონ ჩოლს მისცა შესაძლებლოა ოფიციალურად დაერეგისტრირებინა სავაჭრო მარკა Samsung Trading Company. უცხოური სახელი (კოერიაში), ადასტურებდა კორეული კომპანიის ამბიციურ და შორს მიმავალ გეგმებს: 1950-იანი წლების მიწურულს ლი ბიონი აპირბდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ამერიკის კონტინეტის ქვეყნებთან. კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ს ჯარის ჩამოსხმის შემდეგ, ბინჯის არყის და ლუდის პროდუქტების გაყიდვა დაიწყეს გაერთიანებული ჯარების წარმომდაგენლებმა. კორეაში ომმა ბოლო მოუღო ამ ბიზნეს. საწყობები იყო დანგრეული და დამწვარი, როგორც კომპანიის მთავარი საწარმო.

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დანგრეულ და დამწვარ სახლში ლი ბიონ ჩოლმა იპოვა დამალული ყუთი ფულით, რომელიც ჩადო ახალ საქმეში. ეს იყო ქსოვილის ფაბრიკა, შაქრის საწარმო და მოგვიანებით სადაზღვეო ბიზნესი. ლი ბიონ სწრაფად მდიდრდებოდა იმის ფონზე, რომ 1960-იან წლებში, კორეის მოსახლეობაში სულზე საშუალო შემოსავალი იყო დაახლობით 80 დოლარი. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კორეის დედაქალაქ სეულშიც კი არ იყო დენი მუდმივად, ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოა დღეში რამდენიმე საათით და ასევე არ იყო ცენტრალური წყალსადენი. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ მალე სამხედრო გადატრიალებამ დაამხო პრეზიდენტი ლი სინ მანა, რომელიც იყო ლი ბიონის მეგობარი და როგორც მდიდარი ბიზნესმენი შედიოდა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში. თავად ლი ბიონ ჩოლი ჩასვეს ციხეში მექრთამეობის ბრალდებით და ყოფილ პრეზიდეტთან მეგობრობის გამო.

Samsung კორეის ომის შემდეგ

სამხრეთ კორეის ახალმა პრეზდენტმა პაკ ჩონ ჰიიმ სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმები. დამზადდა ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარების პროგრამა, ექსოპრტზე გაზრდილი ორენტაცია გამყარებული იყო აშშ-სთან მჭიდრო კავშირით, იგეგმებოდა უცხოური სესხის აღება, დაუმუშავებელი მატერიალების და თანამედროვე ტექნოლგიის მოსაპოვებლად, ხოლო მიღებული შემოსავლის გაშვება ისევ მატერიალების და ტექნიკის მოსაპოვებლად. კორეელმა რეფორმატორებმა დაასვკნეს, რომ სტაბილური ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს მსხვილ კონცერნებს, თუმცა მათ შექმნა აუცილებელი იყო მცირე დროში, ამიტომაც კორეის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების გამოიყო სამთავრობო კრედიტები და სესხები. ისინი უზრუნველყოფილი იყვენენ სახელმწიფო შეკვეთებით, ამასთანავე გარკვეული კანონების შერბულებამ და გადასახადების დაწევამ მცირე ბიზნეს შესაძლებლობა მისცა გაზრდილი იყო დიდ კონგლომეტრამდე. წარმატებულ ბიზნესმენებს შორის, ასევე აღმოჩნდა ლი ბიონ ჩოლი.

ამ გზით, შეიქმნა 30 უმსხვილესი კომანია (ჩებოლი — «ფულის ოჯახები»). მათ შორის, Samsung-ის გარდა იყვნენ, Daewoo, Hyundai, Goldstar (LG) და ა.შ. ყველა «ფულის ოჯახს» ჰქონდა თავისი მიმართულება: Daewoo — ავტომობილების წარმოება, Goldstar — ბიტური ტექნიკა, Samsung — ელექტრონიკა, Hyundai — მშენებლობა და ა.შ.

კომპანიის რეფორმაცია

სამხრეთ კორეის ეკნომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა 6დ-ამ 14%-მდე წელიწადში. იმ პერიოდში ექპორტის ზრდის მაჩვენებელმა 30% შეადგინა. ასე, რომ 1969 წელს კომპანია Samsung Sanyo-თან გაერთიანების შემდეგ იწყებს შავ-თეთრი ტელევიზორების წარმოებას, აღნიშნულ პერიოდში კორეაში ტელევიზორი ჰქონდა მოსახლეობის 2%-ს.

Sanyo-ს და Samsung-ის გაერთინებამ საფუძველი ჩაუწარა Samsung Group — Samsung Electronics-ის ერთერთი უდიდეს სექტორს. იმის მიუხედავად 1980-ანი წლებში კომპანია ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა მცირე დანაკარგებით, ლი გონ ჩიის მოსვლის შემდეგ წარმოდგენილი იყო რეფორმების მთელი სპექტრი, რომლებსაც სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა თავისუფალი ვაჭრობის კანონი. გარე ინვესტორებთან ურთიერთობის და პოლიტიკის შეცვლას უნდა გაეზარდა კომპანიის მიმზიდველობა სუბსიდისთვის.
1980-იან წლებში კომპანიის აქციებს ბურნვადა მხოლოდ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ამასთანავე სხვა ქვეყნის ინვესტორების მხრიდან მათზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. ამის მიზი იყო, აზიატური ტრადიციული მართველობა კონფუციონიზმის პრინციფით: მართველობის სათავეში იყვნენ ლის ოჯახის წევრები. გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიის მართვის სფეროში არანაირი ბერკეტი არ გააჩნდათ გარე ინვესტორებს. ამის გარდა, ტრადიციული მენეჯმენტი ითვალისწინებდა სამუდამო მუშაობას და წლების შემდეგ დაწინაურებას კარიერულ კიბეზე.
შემდეგ, მოხდა მარკეტინგული ცვლილებები, მთლიანად კომპანიის მისიის გადამუშავება და მისი სიმბოლოს შეცვლა. კომპანიის პირველ ორ ლოგოტიპზე იყო სამი წითელი ვარსკვლავი, მაგრამ Samsung-ის ხელმძღვანელობამ ლოგოტიპი საერთაშორისო კორპორაციის იმიჯის შეუსაბამოდ ჩათვალა და გადაწყტა მისი შეცვლა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად თანამედროვე ემბლება. კარგმა დიზაინმა და მაშტაბურმა სარეკლამო კამპამნია შედგეი გამოიღო და ლოგოტიპი გახდება მსოფლიოშ ერთერთი ყველაზე ცნობადი. დღესდღეობით, წამყვან უნივერსტეტებში რეკლამისიტ-სტუდენტებს ასწავლიან, რომ Samsung-ის ლოგოტიპის შეცვალ არის წარმატებული რებრენდინგის მაგალითი.
ახალი ემბლემის დამზადება არ მომხდარა აღმოსავლური ფილოსოფიის გვერდის ავლით. «ლოგოტიპის ელიფსური ფორმა მსოფლიოს სივრცეში მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც გამოხატავს განახლებას და სრულყოფილების იდეას». ეს ცვლილებები გრძელდებოდა 1990-ანი წლების ბოლომდე.
1983 წელს გაიხსნა პერსონალური კომპიუტერების წარმოება.
1991-1992 წლებში დამზადდა პირველი პერსონალური მობილური მოწყობილობები და მობილური ტელეფონები.
და ბოლოს, 1999 წელს ბიტური ელექტრონიკის წარმოების სფეროში Samsung Electronics გადაეცა ჟურნალ Forbes Global-ის პრემია.

სტურქტურა და კონცერნის ფინანსური მდგომარეობა

კომპანია Interbrand-ის მარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით, 2007 წლის მდგომარეობით ბრენდების ღირებულების მიხედვით Samsung 21 ადგილზეა. მთავარი კონკურენტი Sony — 25-ადგილზე.

ბრენდის ღირებულება, $ მლრდ(2007) ბრენდის ღირებულება, $ მლრდ (2006)  
16,853 16,169 ბრენდი Samsung იკავებს ლიდერის პოზიცებს LCD პანელების ბაზაზე და ასევე 2012 წლიდან პირველ ადგილზე იყოფება, როგორც მობილური ტელეფონების მწარმოებელი.

Samsung Group 2006 წლის ფინანსური შედეგბი:

KRW (მლრდ) USD (მლდრ)
EUR (მლრდ)
გაყიდვები(Net)
ჯამური აქტივები
ჯამური პასივები
ჯამური საქციონერო კაპიტალი
შემოსავალი (Net)
151 766,1
260 991,3
168 885,5
92 105,8
12 312,1
158,9
280,8
181,7
99,1
12,9
126,5
213,5
138,2
75,4
10,3

კონცერნის გაყიდვების ზრდის ტენდენციები, კომპანიის ყოველწელიური ანგარიშის მიხედვით:

საფინანსო წელი 2002 2003 2004 2005 2006
USD მლრდ 116,8 101,7 121,7 140,9 158,9

Samsung Group-ის 2006 წლის ანგარიშის მიხედვით მოგების განაწილების სტრუქტურის საერთო სურათი:

ქვეგანყოფილების აქტივობა სფეროში ქვეგანყოფილების სახელები ქვეგანყოფილების გაყიდვები, მლრდ USD % საერთო გაყიდვებიდან
ელექტრონული მრეწველობა Samsung Electronics
Samsung SDI
Samsung Electro-Mechanics
Samsung SDS
Samsung Networks
63,4
7,15
2,58
2,26
0,598
39,90
4,50
1,62
1,42
0,38
ქიმიური მრეწველობა Samsung Total Petrochemicals
Samsung Petrochemicals
Samsung Fine Chemicals
Samsung BP Chemicals
3,5
1,5
0,802
0,292
2,20
0,94
0,50
0,18
ფინანსები და დაზღვევა Samsung Life Insurance
Samsung Fire & Marine Insurance
Samsung Card
Samsung Securities
Samsung Investment Trust Management
29,1
8,76
2,36
1,31
0,08
18,31
5,51
1,49
0,82
0,05
მძიმე მრეწველობა Samsung Heavy Industries
Samsung Techwin
6,83
3,095
4,03
1,95
სხვა სახის მრეწველობა Samsung Corporation
Samsung Engineering
Samsung Everland
Samsung Cheil Industries
The Shilla Hotels & Resorts
10,18
2,18
1,55
1,47
0,469
6,41
1,37
0,98
0,93
0,30
Samsung Group-ში შემავალი კომპანიები დაკავებულები არიან, ელექტრონული და მიკროელექტრონული საქმიანობით, ქიმიური მრეწველობით, მშენებლობით, მძიმე მრეწველობით, ფინანსებით და კრედიტებით, მანქანათმშენებლობით და ასევე დაზღვევით. კონცერნის სტრუქტურა მოიცავს ელექტრონიკის წარმოების მთლიან ციკლს: რესურების მოპოვება მათი გადამუშავება და სრული ნაწარმის დაზმადება. კონგლომერატის უმეტესი ქვეგანყოფილება ასრულებს კომპანიებთან მიმართებაში დაქვემდებარებულ ფუნქციებს, რომლებიც უშალოდ ელექტრონული ნაწარმის დამზადებით არინა დაკავებულები და მხოლოდ კონცერნზე ან მხოლოდ სამხერთ კორეის ტერიტორიაზე მუშაობენ. ეს ყველაფერი კონკრეტულად ქვეგანყოფილებების მოგების განაწილების გამო ხდება. ამგვარად, კონცერნი ძირითად მოგებას ელექტრონული მრეწველობიდან იღებს.

ელექტრონული მრეწველობა

კონცერნის გაყიდვების 70 პროცენტზე მეტი ელექტრონული მრეწველობაზე მოდის.

ამ ქვეგანყოფილების კომპანიები:

  • Samsung Electronics
  • Samsung SDI
  • Samsung Electro-Mechanics
  • Samsung SDS
  • Samsung Networks

ელექტრონული ქვეგანყოფილების კომპანიები მთელი მსოფლიოს მაშტაბით მუშაობენ, ნაწარმის უემეტის ნაწლი ექსპორტზე გადის. Samsung-ის ელექტრონული მრეწველობის ბიზნესი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

რეგიონები წილი, %
ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა
ევროპა და დსთ-ს ქვეყნები
კორეა
ჩინეთი
იაპონია
დანარჩენი ქვეყნები
28
37
15
7
1
12

ქვეგანოფილება აწარმოებს მყარ დისკებს (HDD), ოპერატიულ მეხსიერებას, SRAM (მათ შორის პროცესორების და ვიდეობარათების ჩიპების საწარმოებლად), თხევადკრისტალურ მონიტორებს, თხევადკირსატალურ და პლაზმურ ტელევიზორებს, GSM, CDMA, 3G  სტანდარტის მობილურ ტელეფონებს WIMAX-ის მხარდაჭერით, აღჭურვილობას IP-ტელეფონებისთვის, ნოუთბუქებს, პრინტერებს, მრავალფუნქციონალურ მოწყობილობებს, ბიტურ ტექნიკას და ა.შ., ასევე დაკავებულია მესამე და მეოთხე თაობის WIMAX უკაბელო ქსელების ტელეკომუნიკაციის განვითარებით.

Samsung-ის ელექტრონული მრეწველობის ბიზნესი განაწილება ტექნოლოგიური მიმართულებით:

მიმართულება წილი, %
სატელეკომუნიკაციო ქვეგანყოფილება
ნახევარგამტარი ქვეგანყოფილება
თხევადკრისტალური დისპლეების განყოფილება
ციფრული მედია ტექნოლოგიების ქვეგანყოფილება
ბიტური ტექნიკის ქვეგანყოფილება
სხვა
26
25
11
22
7
9

აღსანიშნავია კომპანიის წარმატება აშშ-ს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. Samsung-მა 2008 წლის მესამე კვარტალში მობილური ტელეფონების გაყიდვების მიხედვით, მოახერხა პირველი ადგილის დაკავება, რითაც მან მთავარ კონკურენტ Motorola-ს (Strategy Analytics) გადაუსწრო, ევროპულ ბაზარზეც, კომპანია პირველ ადგილს იკავებს, ჩამოიტოვა რა კომპანია Nokia.

კვლევითი კომპანიის DisplaySearch-ის (2007 წლის 1 კვარტალი) სტატისტიკის მიხედვით, Samsung Electronics მსოფლიო მაშტაბით სატელევიზიო ბრენდებს შორის ლიდერის პოზიციებს იკავებს, Samsung  ანალოგიურად პირველ ადგილს არავის უთმობს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე ჩრდილო ამერიკის რეგიონში განცალკევებით:

ბრენდი ბაზრის წილი, %
Samsung
LG
Philips
TTE
Sony
სხვები
11,7
10,6
7,3
6,2
6,2
57,9

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ერთერთი მთავარი მიმართულება — LCD პანელების (მონიტორები) და TV-ის შექმნა, ამას ადასტურებს საწარმოების ბევრ ქვეყანაში განთავსება. Samsung Electroncs-ის საწარმოები, რომლებიც მონიტორებს აწარმოებენ, განთავსებულია: სამხრეთ კორეაში (სუვონი) (1981), უნგრეთში (1990), მალაიზიაში (1995), დიდ ბრტანეთში (1995), მექსიკაში (1998), ჩინეთში (1998), ბრაზილიაში (1998), სლოვაკეთში (2002), ინდოეთში (2001), ვიეტნამში (2001), ტაილანდში (2001) და ესპანეთში (2001).

2008 წელს რუსეთში გაიხსნა ტელევიზორების ქარხანა, კომპანია დაკავებულია არცთუ დიდი ზომის (42-მდე) ბიუჯეტური სერიის თხევადკრისტალური და პლაზმური ტელევიზორების აწყობით. ქარხანაში არსებობს ცეხი, რომელიც აწარმოებს პლასტმასის ნაწილებს კორპუსისთვის, თუმცა ხაზი არ არის მთლიანად დატვირთული და მოწყობილობების მთავარი ნაწილი იკვრება იმპორტული დეტალებისგან.

მთავარი საწარმო, რომელიც განთავსებულია სეულის გარე უბანში, დატვირთულია უმაღლესი კლასის დისპლეების დამზადებით, ამ ქარხანაში შეყვანილია კონტროლის სისტემა «6 sigma». აქ ამზადებენ ახალ მოდელებს, ტესტავენ, ქმნიან პროდუქციის პირველ სერიას და წარმატებულად განხორციელების შემდეგ, მსოფლიო მაშტაბით საწარმოებს შორის ანაწილებენ დატვირთვას ახალი საქონლის შესაქმნელად. ეს სტანდარტი კონცერნის უმეტეს სწარმოაშია შესული, მაგალითად, ის არის Samsung SDI-ს ქვეგანყოფილების სამუშაო კორპორატიული სტრატეგია.

ქიმიური მრეწველობა

ქიმიური მრეწველობის სტურქტურა მოიცავს ხუთ კომპანიას:

  • Samsung Total Petrochemicals (საერთაშორისო კომპანია, Total Group-თან ერთად)
  • Samsung Petrochemicals
  • Samsung Fine Chemicals
  • Samsung BP Chemicals (სერთაშორისო კომპანია, BP Chemicals-თან ერთად)

ამ დარგს კონცერნისთვის წელიწადში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი მოაქვს. Samsung Total petrochemicals ქიმიურ მრეწველობაში კონცერნის ყველაზე მსხვილი კომპანია, ის არის Samsung Group-ის და ფრანგული კომპანიის Total Group-ის ერთობლივი კომპანია, რომელიც ენერგეტიკის და ქიმიის დარგში მუშაობს. ნავთობ ქიმიური  კომპლექსი 15 ქარხნისგან შედგება, რომლებიც განთავსებულია დესანში (სამხრეთ კორეა) და აწარმოებენ საჯახო ქიმიას, საერთო მოხმარების ქიმიას, მთავარ ქიმიკატებს:

  • პოლიეთილენი
  • პოლიპროპილენი
  • პარაქსელინი
  • LPG

წელიწადში ექსპორტზე დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობ ქიმიური პროდუქტი გადის. აღსანიშნავია, რომ წარმოება გარემოს დაცვის ISO სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მძიმე მრეწველობა

მძიმე მწერველობის დარგში კონცერნის ორი ქვეგანყოფილება მუშაობს:

  • Samsung Heavy Industries
  • Samsung Techwin

ქვეგანყოფილებებს კონცერნისთვის მოგების დაახლოებით 10 პროცენტი მოაქვს, ისინი ძირითადად სამხრეთ კორეის შიდა ბაზარზე მუშაობენ. გარდა ამისა, ექსპორტის ნაწილი აშშ-ში და ჩინეთში მიდის. ამ ქვეგანოყოფილებების მთავარი სამუშაო სფეროებიდიან აღსანიშნავია, უსაფრთხების სტრუქტურები, ახალი ტიპის შეიარაღების დამზადება და ასევე ნავთობ-, გაზსადენების და ტანკერების შექმნა. მსხვილ პროექტებს შორის — მრავალფუნქციური სასწავლო თვითმფრინავი KTX2, თვითმავალი ჰაუბიცები K9, მსოფილოში ყველაზე დიდი თხევადი გაზის ტანკერის და კონტეინერ Xin Los Angeles-ის შექმნა.

მშენებლობა

მშენებლობით კონცერნი ერთი კომპანიაა დაკავებული:

  • Samsung Engineering

ამ დარგს კონცერნისთვის დაახლოებით 2 მლრდ დოლარი მოქავს. Samsung  Group-თვის კომპანია მთელი მსოფილიოს მაშტაბით ოფისებს და საწარმოებს აშენებს, შეკვეთების გარედან მიღებას კონცერნი ძალიან იშვიათად თანხმდება. ამ კომპანიის მიერ დაპროექტებული და აშენებული ობიექტებიდან აღსანიშნავია: Samsung Group-ის მთავარი ოფისი სეულში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა — ბურჯ-ხალიფა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, პეტრონასის კოშკები მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში და ტაიბეი 101 ტაივანში.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ-ხალიფა არაბეთის გაერთიანებულ საამირეობში.

ტყუპი კოშკები მალაიზიაში.

ტაიბეი 101 ტაივანში.

IF

Samsung Group-ის მთავარი ოფისი სეულში.

საავტომობილო მშენებლობა

კონცერნის ერთ-ერთი არაპროფილიზრებული ქვეგანყოფილება — საავტომობილო მშენებლობა, კონკრეტულ დარგში ერთი კომპანიაა დასაქებული:

  • Samsung Motors (Renault Samsung Motors) — 2000 год.

მოდელები:

  • Samsung QM5
  • Samsung SM3
  • Samsung SM5
  • Samsung SM7

2008 წლამდე კომპანია მხოლოდ შიდა ბაზარს უზრუნველყოფდა. კონცერნის უახლოეს გეგმებში უახლოეს გეგმებში აზიის და წყანარი ოკეანის რეგიონებში გასვლა შედის (2009). 2007 წლისთვის ავტომობილების წარმოების მოცულობამ 179 272 შეადგინა.

20110402_renault_samsung_sm3_z.e._1

Renault_Koleos_(seit_2008)_front-1_MJ

 

ფინანსები და კრედიტები, დაზღვევა:

კონგოლმერატის ფინანსურ სექტორში ექვსი კომპანია შედის:

  • Samsung Life Insurance (დაზღვევა, ფინანსური კონსალტინგი, სესხები)
  • Samsung Fire & Marine Insurance (საკუთრებრივი დაზღვევა)
  • Samsung Card (საკრედიტო ორგანიზაცია)
  • Samsung Securities (საინვესტიციო ბანკი)
  • Samsung Investment Trust Management (კორეაში კაპიტალდაბანდების მართვა)
  • Samsung Venture Investment (საინვესტიციო ბანკი)

საფინანსო ქვეგანყოფილებას კომპანიისთვის წელიწადში დაახლოებით 42 მლრდ დოლარი მოაქვს. ამასთანავე, ის ძირითადად დაკავებულია, თავად კონცერნის ფინანსური მომსსახურებოით და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მომქმედებს. Samsung Life Insurance სამხერთ კორეაში აქტვიები მიხედვით ყველაზე მსხვილი სადაზღვეო კონსალტინგური კომპანიაა — 10 მლნ-ზე მეტ კლიენტს ემსახურება.ორგანიზაციის მიერ მოყვანილი მაჩვენებელი 100 ტრილიონ KRW-ს შეადგენს. Samsung Life Insurance-მა  National Information & Credit Evaluation-გან კრედიტუნარიაობის მიხედვით „AAA“ შეფასება მიიღო.ჟურნალ Fortune-ის მონაცემებით კომპანია მსოფილო მაშტაბით სადაზღვეო კომპანიებს შორის 18 ადგილს იკავებს.

მსუბუქი მრეწველობა:

Samsung Cheil Industries — 1954 წელს შეიქმნილი კომპანია, რომელიც წარმოადგენდა ქსოვილების ფაბრიკას და ლიდერობა სამხრეთ კორეის მოდის ინდუსტრიის ბაზარზე, ასევე აწარმოებდნენ ქიმიურ მატერიალებს: სინთეთიკური ფისი (ABS,PS) და შენაერთები ნახევარგამტარი დისპლეების დამზადებისთვის. ეს კომპანია დაკავებულია ტანსაცმლის გამოშვებით ისეთი მოდური კორეული ბრენდებისთვის, როგორებიც არიან Bean Pole, Galaxy, Rogatis და LANSMERE.

მარკეტინგი და რეკლამა

Cheil Communications (1973) — მარკეტუნგული კომპანია, რომელიც მომსახურეობის მთლიან სპექტრს წარმოადგენს საზოგადოებასთან კავშირის დარგში: PR, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი, მაკეტინგული გამოკვლევები, ბაზრის კონექტურის შესწავლა. კომპანია ერთპირვონული ლიდერია სამხერთ კორეის სარეკლამო სფეროში. ქვეგანყოფილება მთლიანად აგვარებს კონცერნ Samsung Group-ის მარკეტინგული უზრუნველყოფის პრობლემებს, ამ კომპანიის ოფისები მთელი მსოფილიოს მაშტაბით 24 ქვეყანაშის ტერიტორიაზე განთავსებული.  Advertising Age-ის შეფასებებით, 2006 წლის შემოსვლების დონით, Cheil Communications სარეკლამო დარგში მომსახურების უზრუნველყოფით კომპანიების ჩამონათვალში 16 ადგილზე იმყოფება. Cheil Communications-ის მომსახურეობით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არის  S-Oil, GM-Daewoo, KTF, Samyang Food, GlaxoSmithKline და Samsung Electronics.

გართობის და დასვენების ინდუსტრია:

კონგლომერატში წარმოდგენილია განვითარების და დასვენების ინდუსტრიის ორი კომპანია:

Samsung Everland (გასართობი პარკი)

  • The Shilla Hotels & Resorts (1979) (არის სასტუმროები და კურორტები)

კურორტი Everland განთავსებულია ქალაქ იონინში სეულის შემოგარენში. ეს არის სამხერთ კორეაში ყველაზე დიდი გასართობი კომპლექსი. The Shilla Hotels & Resorts — ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომლებიც სტარტეგიულ ალიანსში მუშაობენ Taj Hotels Resorts and Palaces-თან ერთად (ინდოეთი). სხვადასხვა ტურისტული სააგენტოს შეფასებებით, Shilla მსოფილოს საკუთესო სასტუმროების ათეულში შედის.

Samsung სპორტში:

Samsung არის პროფესიონალური ფეხბურთის გუნდის  Suwon Samsung Bluewings-ის,ბეისბოლის გუნდის Samsung Lions-ის, საკალათბურთო გუნდის Seoul Samsung Thunders-ის, ქალთა საკალათბურთო გუნდის Samsung Bichumi-ის, ფრენბურთის გუნდის Samsung Bluefangs-ის, პროგეიმერული გუნდის StarCraft-ის Samsung Khan-ის მფლობელი.

Samsung სპორტული მოძრაობის მხარდაჭერის ფარგლებში არის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი, ასევე არის რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სპონსორი, საფეხბურთო კლუბ ჩელსის (Chelsea)  მთავარი და იუვენტუსის (juventus) ერთ ერთი სპონსორი და კიდევ მრავალ სპორტული პროექტების სპონსორი.

Samsung ხელოვნებასა და ლიტერატურაში:

  • ლიტერატურული პრემია “ნათელი მდელოები”. კომპანია Samsung  გვევლინება პრემია «ნათელი მდელოების» თანადამაარსებლად, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. პრემიის მფოლბელები ის ავტორები ხდებიან, რომლებიც თავისი ნაშრომებით მკითხველებში მორალს და გულმოწყალებას აღვივებენ.
  • დიდი თეატრი.სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის და კომპანია Samsung Electronics თანამშრომლობა 1991 წელს დაიწყო.  ამ კავშირის წყალობით დიდი თეატრის კედლებში გამოჩნდა დიდი რაოდენობით თანამედროვე აპარატურა, შესაძლებელი გახდა თეატრის დარბაზების და ჰოლების რეკონსტრუქცია და განახლება, ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია, დეკორაციის და სპექტაკლებისთვის კოსტიუმების გაუმჯობესება. 1991 წლიდან 2001 წლამდე Samsung-ის მიერ ფინანსურმა მხარდაჭერამ 2 მლნ-ს გადააცილა. Samsung დიდი თეატრის ცაკლეულ პროექტებს მთლიანად აფინანსებს. მაგალითად, ვერდის ოპერის დადგმა «ნაბუკო» (2001), რომელიც დიდი კომპოზიტორის 100-წლის იუბილეს მიძღვნა ან ბალეტის აღორძინება «კარმენ-სუიტა» (230-სეზონი, 2005 წელი). ამ უკანსკნელზე, მოწვეული იყო ცნობილი ბალეტმეისტერი ალებრტო ალონსო.
  • ერმიტაჟი. თანამშრომლობა 1997 წელს დაიწყო. Samsung სახელმწიფო ერმიტაჟის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

გამოყენებულია wikipedia.org-ის მასალები.