Samsung-ის ისტორია!

სანამ, კომპანია Samsung-ის ისტორიას გადავალებდეთ თვალს მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა მართალაც ამ მსოფლიო გიგანტის მიმართ. თქვნი ყურადღება მინდა ერთ ტრემინზე შევაჩერო, ეს არის AIO, ასე აღნიშნავენ ეგრედ წოდებულ ''ყველაფერი ერთში კლასის'' მოწყობილობებს. ზუსატად ეს ტერმინი შეესაბამება კომპანია Samsung-ს, ''ყველაფერი ერთში''! ეს არის კომპანია რომელიც ერთანეთისგან განსხვავებულ სხვადასხვა სფეროში ძალიან ბევრ პროდუქტს აწარმოებს და მისი პროდუქტები ყოველთვის ხვდება ლიდერთა შორის! სამსუნგი დაკავებულია ელექტრონული და მიკროელექტრონული საქმიანობით, ქიმიური მრეწველობით, მშენებლობით, მძიმე მრეწველობით, ფინანსებით და კრედიტებით, მანქანათმშენებლობით და დაზღვევით.
ასევე მის მფლობელობაშია სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალური გუნდები, ასპონსორებს საფეხბურთო კლუბებს, ოლიმპიურ თამაშებს და გუნდებს, თავისი წვლილი შეაქვს ხელოვნობის და ლიტერატურის განვითარებაში, მფლობს გასართობ და დასასვენებელ ცენტრებს, აარსებს საქველმოქმოდო ფონდებს და ა.შ. პირადად მე არ მსმენია სხვა კომპანია ამდენ სფეროს ერთად შეჭიდებოდეს და თითქმის ყველა დარგში ლიდერთა შორის ხვდებოდეს. როდესაც პირველად გავეცანი ამ კომპანიის ისტორიას, მაშინვე ჩემთვის Samsung ჩემი Samsung-ით შეიცვლა. მაშ ასე, ძვირფასო go-ელებო თქვენ წინაშეა Samsung!!!

სამსუნგი — სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კონცერნია, რომელიც შეიქმნა 1938 წელს. მსოფლიო ბაზარზე ის ცნობილია, როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტების, სატელეკომინიკაციო აღჭურვილობის, საოჯახო ტექნიკის,აუდიო- და ვიდეო მოწყობილობების მწარმოებელი.
სიტყვა „სამსუნგი“ კორეულ ენაზე ნიშნავს სამ „ვარსკვლავს“. შესაძლებელია სახელი Samsung დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ სამსუნგის დამაარსებელს ლი ბიონ ჩოლს (Lee Byung-chull) ჰყავს სამი ვაჟი. 2008 წლამდე კომპანიის უფროსი იყო უმცროსი შვილი ლი გონ ჩუი, რაც არის ყველა აღმოსავლური ქვეყნის ტრადიციის დარღვევა, რისი მიხედვითაც ოჯახური საკუთრების უდიდესი ნაწილი გადაეცემა უფროს შვილს.
კომპანიის მისია:
შესანიშნავი პროდუქტების და მომსახურეობების შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ კომპანიის
ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურებს, რითაც ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური
საზოგადოების განივთარებაში.

კომპანიის დაარსება
1930-იან წლებში კორეაში მეწარმე ლი ბიონ ჩოლი იწყებს ბრინჯის ფქვილის წარმოებას. მცირე ზომის საწყობი ქალაქ დეგუში, რომელიც გახდა კომპანია Samsung-ის დიდი ისტორიის დასაწყისი. ამ დროს კორეა იყო იაპონიის კოლონია და ქვეყანაში ძალიან რთული იყო კერძო ბიზნესის წამოწყება. თუმცა, უკვე 1938 წელს ლიმ შეძლო პირველი შეექმნა პირველი დამოუკიდებელი საექსპორტო ხაზი მიმართულებით: კორეიდან ჩინეთში და მანჩუჟრიაში. ისეთი საკვები პროდუქტების აქტიურმა მიწოდებამ, როგორიც არის ბირნჯი, შაქარი და გამხმარი თევზი, ლი ბიონ ჩოლს მისცა შესაძლებლოა ოფიციალურად დაერეგისტრირებინა სავაჭრო მარკა Samsung Trading Company. უცხოური სახელი (კოერიაში), ადასტურებდა კორეული კომპანიის ამბიციურ და შორს მიმავალ გეგმებს: 1950-იანი წლების მიწურულს ლი ბიონი აპირბდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ამერიკის კონტინეტის ქვეყნებთან. კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ს ჯარის ჩამოსხმის შემდეგ, ბინჯის არყის და ლუდის პროდუქტების გაყიდვა დაიწყეს გაერთიანებული ჯარების წარმომდაგენლებმა. კორეაში ომმა ბოლო მოუღო ამ ბიზნეს. საწყობები იყო დანგრეული და დამწვარი, როგორც კომპანიის მთავარი საწარმო.
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დანგრეულ და დამწვარ სახლში ლი ბიონ ჩოლმა იპოვა დამალული ყუთი ფულით, რომელიც ჩადო ახალ საქმეში. ეს იყო ქსოვილის ფაბრიკა, შაქრის საწარმო და მოგვიანებით სადაზღვეო ბიზნესი. ლი ბიონ სწრაფად მდიდრდებოდა იმის ფონზე, რომ 1960-იან წლებში, კორეის მოსახლეობაში სულზე საშუალო შემოსავალი იყო დაახლობით 80 დოლარი. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კორეის დედაქალაქ სეულშიც კი არ იყო დენი მუდმივად, ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოა დღეში რამდენიმე საათით და ასევე არ იყო ცენტრალური წყალსადენი. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ მალე სამხედრო გადატრიალებამ დაამხო პრეზიდენტი ლი სინ მანა, რომელიც იყო ლი ბიონის მეგობარი და როგორც მდიდარი ბიზნესმენი შედიოდა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში. თავად ლი ბიონ ჩოლი ჩასვეს ციხეში მექრთამეობის ბრალდებით და ყოფილ პრეზიდეტთან მეგობრობის გამო.

Samsung კორეის ომის შემდეგ
სამხრეთ კორეის ახალმა პრეზდენტმა პაკ ჩონ ჰიიმ სამრეწველო და ეკონომიკური რეფორმები. დამზადდა ეკონომიკის სამრეწველო სექტორის განვითარების პროგრამა, ექსოპრტზე გაზრდილი ორენტაცია გამყარებული იყო აშშ-სთან მჭიდრო კავშირით, იგეგმებოდა უცხოური სესხის აღება, დაუმუშავებელი მატერიალების და თანამედროვე ტექნოლგიის მოსაპოვებლად, ხოლო მიღებული შემოსავლის გაშვება ისევ მატერიალების და ტექნიკის მოსაპოვებლად. კორეელმა რეფორმატორებმა დაასვკნეს, რომ სტაბილური ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს მსხვილ კონცერნებს, თუმცა მათ შექმნა აუცილებელი იყო მცირე დროში, ამიტომაც კორეის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების გამოიყო სამთავრობო კრედიტები და სესხები. ისინი უზრუნველყოფილი იყვენენ სახელმწიფო შეკვეთებით, ამასთანავე გარკვეული კანონების შერბულებამ და გადასახადების დაწევამ მცირე ბიზნეს შესაძლებლობა მისცა გაზრდილი იყო დიდ კონგლომეტრამდე. წარმატებულ ბიზნესმენებს შორის, ასევე აღმოჩნდა ლი ბიონ ჩოლი.
ამ გზით, შეიქმნა 30 უმსხვილესი კომანია (ჩებოლი — «ფულის ოჯახები»). მათ შორის, Samsung-ის გარდა იყვნენ, Daewoo, Hyundai, Goldstar (LG) და ა.შ. ყველა «ფულის ოჯახს» ჰქონდა თავისი მიმართულება: Daewoo — ავტომობილების წარმოება, Goldstar — ბიტური ტექნიკა, Samsung — ელექტრონიკა, Hyundai — მშენებლობა და ა.შ.
კომპანიის რეფორმაცია
სამხრეთ კორეის ეკნომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა 6დ-ამ 14%-მდე წელიწადში. იმ პერიოდში ექპორტის ზრდის მაჩვენებელმა 30% შეადგინა. ასე, რომ 1969 წელს კომპანია Samsung Sanyo-თან გაერთიანების შემდეგ იწყებს შავ-თეთრი ტელევიზორების წარმოებას, აღნიშნულ პერიოდში კორეაში ტელევიზორი ჰქონდა მოსახლეობის 2%-ს.
სტურქტურა და კონცერნის ფინანსური მდგომარეობა
კომპანია Interbrand-ის მარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებით, 2007 წლის მდგომარეობით ბრენდების ღირებულების მიხედვით Samsung 21 ადგილზეა. მთავარი კონკურენტი Sony — 25-ადგილზე.| ბრენდის ღირებულება, $ მლრდ(2007) | ბრენდის ღირებულება, $ მლრდ (2006) | |
| 16,853 | 16,169 | ბრენდი Samsung იკავებს ლიდერის პოზიცებს LCD პანელების ბაზაზე და ასევე 2012 წლიდან პირველ ადგილზე იყოფება, როგორც მობილური ტელეფონების მწარმოებელი. |
Samsung Group 2006 წლის ფინანსური შედეგბი:
| KRW (მლრდ) | USD (მლდრ) | EUR (მლრდ) | |
| გაყიდვები(Net) ჯამური აქტივები ჯამური პასივები ჯამური საქციონერო კაპიტალი შემოსავალი (Net) | 151 766,1 260 991,3 168 885,5 92 105,8 12 312,1 | 158,9 280,8 181,7 99,1 12,9 | 126,5 213,5 138,2 75,4 10,3 |
| საფინანსო წელი | 2002 | 2003 | 2004 | 2005 | 2006 |
| USD მლრდ | 116,8 | 101,7 | 121,7 | 140,9 | 158,9 |
| ქვეგანყოფილების აქტივობა სფეროში | ქვეგანყოფილების სახელები | ქვეგანყოფილების გაყიდვები, მლრდ USD | % საერთო გაყიდვებიდან |
| ელექტრონული მრეწველობა | Samsung Electronics Samsung SDI Samsung Electro-Mechanics Samsung SDS Samsung Networks | 63,4 7,15 2,58 2,26 0,598 | 39,90 4,50 1,62 1,42 0,38 |
| ქიმიური მრეწველობა | Samsung Total Petrochemicals Samsung Petrochemicals Samsung Fine Chemicals Samsung BP Chemicals | 3,5 1,5 0,802 0,292 | 2,20 0,94 0,50 0,18 |
| ფინანსები და დაზღვევა | Samsung Life Insurance Samsung Fire & Marine Insurance Samsung Card Samsung Securities Samsung Investment Trust Management | 29,1 8,76 2,36 1,31 0,08 | 18,31 5,51 1,49 0,82 0,05 |
| მძიმე მრეწველობა | Samsung Heavy Industries Samsung Techwin | 6,83 3,095 | 4,03 1,95 |
| სხვა სახის მრეწველობა | Samsung Corporation Samsung Engineering Samsung Everland Samsung Cheil Industries The Shilla Hotels & Resorts | 10,18 2,18 1,55 1,47 0,469 | 6,41 1,37 0,98 0,93 0,30 |
ელექტრონული მრეწველობა
კონცერნის გაყიდვების 70 პროცენტზე მეტი ელექტრონული მრეწველობაზე მოდის.ამ ქვეგანყოფილების კომპანიები:
- Samsung Electronics
- Samsung SDI
- Samsung Electro-Mechanics
- Samsung SDS
- Samsung Networks
| რეგიონები | წილი, % |
| ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა ევროპა და დსთ-ს ქვეყნები კორეა ჩინეთი იაპონია დანარჩენი ქვეყნები | 28 37 15 7 1 12 |
Samsung-ის ელექტრონული მრეწველობის ბიზნესი განაწილება ტექნოლოგიური მიმართულებით:
| მიმართულება | წილი, % |
| სატელეკომუნიკაციო ქვეგანყოფილება ნახევარგამტარი ქვეგანყოფილება თხევადკრისტალური დისპლეების განყოფილება ციფრული მედია ტექნოლოგიების ქვეგანყოფილება ბიტური ტექნიკის ქვეგანყოფილება სხვა | 26 25 11 22 7 9 |
კვლევითი კომპანიის DisplaySearch-ის (2007 წლის 1 კვარტალი) სტატისტიკის მიხედვით, Samsung Electronics მსოფლიო მაშტაბით სატელევიზიო ბრენდებს შორის ლიდერის პოზიციებს იკავებს, Samsung ანალოგიურად პირველ ადგილს არავის უთმობს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე ჩრდილო ამერიკის რეგიონში განცალკევებით:
| ბრენდი | ბაზრის წილი, % |
| Samsung LG Philips TTE Sony სხვები | 11,7 10,6 7,3 6,2 6,2 57,9 |
2008 წელს რუსეთში გაიხსნა ტელევიზორების ქარხანა, კომპანია დაკავებულია არცთუ დიდი ზომის (42-მდე) ბიუჯეტური სერიის თხევადკრისტალური და პლაზმური ტელევიზორების აწყობით. ქარხანაში არსებობს ცეხი, რომელიც აწარმოებს პლასტმასის ნაწილებს კორპუსისთვის, თუმცა ხაზი არ არის მთლიანად დატვირთული და მოწყობილობების მთავარი ნაწილი იკვრება იმპორტული დეტალებისგან.
მთავარი საწარმო, რომელიც განთავსებულია სეულის გარე უბანში, დატვირთულია უმაღლესი კლასის დისპლეების დამზადებით, ამ ქარხანაში შეყვანილია კონტროლის სისტემა «6 sigma». აქ ამზადებენ ახალ მოდელებს, ტესტავენ, ქმნიან პროდუქციის პირველ სერიას და წარმატებულად განხორციელების შემდეგ, მსოფლიო მაშტაბით საწარმოებს შორის ანაწილებენ დატვირთვას ახალი საქონლის შესაქმნელად. ეს სტანდარტი კონცერნის უმეტეს სწარმოაშია შესული, მაგალითად, ის არის Samsung SDI-ს ქვეგანყოფილების სამუშაო კორპორატიული სტრატეგია.
ქიმიური მრეწველობა
ქიმიური მრეწველობის სტურქტურა მოიცავს ხუთ კომპანიას:- Samsung Total Petrochemicals (საერთაშორისო კომპანია, Total Group-თან ერთად)
- Samsung Petrochemicals
- Samsung Fine Chemicals
- Samsung BP Chemicals (სერთაშორისო კომპანია, BP Chemicals-თან ერთად)
- პოლიეთილენი
- პოლიპროპილენი
- პარაქსელინი
- LPG
მძიმე მრეწველობა
მძიმე მწერველობის დარგში კონცერნის ორი ქვეგანყოფილება მუშაობს:- Samsung Heavy Industries
- Samsung Techwin
მშენებლობა
მშენებლობით კონცერნი ერთი კომპანიაა დაკავებული:- Samsung Engineering
მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ-ხალიფა არაბეთის გაერთიანებულ საამირეობში.
ტყუპი კოშკები მალაიზიაში.
ტაიბეი 101 ტაივანში.
Samsung Group-ის მთავარი ოფისი სეულში.
საავტომობილო მშენებლობა
კონცერნის ერთ-ერთი არაპროფილიზრებული ქვეგანყოფილება — საავტომობილო მშენებლობა, კონკრეტულ დარგში ერთი კომპანიაა დასაქებული:- Samsung Motors (Renault Samsung Motors) — 2000 год.
- Samsung QM5
- Samsung SM3
- Samsung SM5
- Samsung SM7
ფინანსები და კრედიტები, დაზღვევა:
კონგოლმერატის ფინანსურ სექტორში ექვსი კომპანია შედის:- Samsung Life Insurance (დაზღვევა, ფინანსური კონსალტინგი, სესხები)
- Samsung Fire & Marine Insurance (საკუთრებრივი დაზღვევა)
- Samsung Card (საკრედიტო ორგანიზაცია)
- Samsung Securities (საინვესტიციო ბანკი)
- Samsung Investment Trust Management (კორეაში კაპიტალდაბანდების მართვა)
- Samsung Venture Investment (საინვესტიციო ბანკი)
მსუბუქი მრეწველობა:
Samsung Cheil Industries — 1954 წელს შეიქმნილი კომპანია, რომელიც წარმოადგენდა ქსოვილების ფაბრიკას და ლიდერობა სამხრეთ კორეის მოდის ინდუსტრიის ბაზარზე, ასევე აწარმოებდნენ ქიმიურ მატერიალებს: სინთეთიკური ფისი (ABS,PS) და შენაერთები ნახევარგამტარი დისპლეების დამზადებისთვის. ეს კომპანია დაკავებულია ტანსაცმლის გამოშვებით ისეთი მოდური კორეული ბრენდებისთვის, როგორებიც არიან Bean Pole, Galaxy, Rogatis და LANSMERE.მარკეტინგი და რეკლამა
Cheil Communications (1973) — მარკეტუნგული კომპანია, რომელიც მომსახურეობის მთლიან სპექტრს წარმოადგენს საზოგადოებასთან კავშირის დარგში: PR, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი, მაკეტინგული გამოკვლევები, ბაზრის კონექტურის შესწავლა. კომპანია ერთპირვონული ლიდერია სამხერთ კორეის სარეკლამო სფეროში. ქვეგანყოფილება მთლიანად აგვარებს კონცერნ Samsung Group-ის მარკეტინგული უზრუნველყოფის პრობლემებს, ამ კომპანიის ოფისები მთელი მსოფილიოს მაშტაბით 24 ქვეყანაშის ტერიტორიაზე განთავსებული. Advertising Age-ის შეფასებებით, 2006 წლის შემოსვლების დონით, Cheil Communications სარეკლამო დარგში მომსახურების უზრუნველყოფით კომპანიების ჩამონათვალში 16 ადგილზე იმყოფება. Cheil Communications-ის მომსახურეობით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არის S-Oil, GM-Daewoo, KTF, Samyang Food, GlaxoSmithKline და Samsung Electronics.გართობის და დასვენების ინდუსტრია:
კონგლომერატში წარმოდგენილია განვითარების და დასვენების ინდუსტრიის ორი კომპანია:Samsung Everland (გასართობი პარკი)
- The Shilla Hotels & Resorts (1979) (არის სასტუმროები და კურორტები)
Samsung სპორტში:
Samsung არის პროფესიონალური ფეხბურთის გუნდის Suwon Samsung Bluewings-ის,ბეისბოლის გუნდის Samsung Lions-ის, საკალათბურთო გუნდის Seoul Samsung Thunders-ის, ქალთა საკალათბურთო გუნდის Samsung Bichumi-ის, ფრენბურთის გუნდის Samsung Bluefangs-ის, პროგეიმერული გუნდის StarCraft-ის Samsung Khan-ის მფლობელი.Samsung სპორტული მოძრაობის მხარდაჭერის ფარგლებში არის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი, ასევე არის რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სპონსორი, საფეხბურთო კლუბ ჩელსის (Chelsea) მთავარი და იუვენტუსის (juventus) ერთ ერთი სპონსორი და კიდევ მრავალ სპორტული პროექტების სპონსორი.
Samsung ხელოვნებასა და ლიტერატურაში:
- ლიტერატურული პრემია "ნათელი მდელოები". კომპანია Samsung გვევლინება პრემია «ნათელი მდელოების» თანადამაარსებლად, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. პრემიის მფოლბელები ის ავტორები ხდებიან, რომლებიც თავისი ნაშრომებით მკითხველებში მორალს და გულმოწყალებას აღვივებენ.
- დიდი თეატრი.სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის და კომპანია Samsung Electronics თანამშრომლობა 1991 წელს დაიწყო. ამ კავშირის წყალობით დიდი თეატრის კედლებში გამოჩნდა დიდი რაოდენობით თანამედროვე აპარატურა, შესაძლებელი გახდა თეატრის დარბაზების და ჰოლების რეკონსტრუქცია და განახლება, ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია, დეკორაციის და სპექტაკლებისთვის კოსტიუმების გაუმჯობესება. 1991 წლიდან 2001 წლამდე Samsung-ის მიერ ფინანსურმა მხარდაჭერამ 2 მლნ-ს გადააცილა. Samsung დიდი თეატრის ცაკლეულ პროექტებს მთლიანად აფინანსებს. მაგალითად, ვერდის ოპერის დადგმა «ნაბუკო» (2001), რომელიც დიდი კომპოზიტორის 100-წლის იუბილეს მიძღვნა ან ბალეტის აღორძინება «კარმენ-სუიტა» (230-სეზონი, 2005 წელი). ამ უკანსკნელზე, მოწვეული იყო ცნობილი ბალეტმეისტერი ალებრტო ალონსო.
- ერმიტაჟი. თანამშრომლობა 1997 წელს დაიწყო. Samsung სახელმწიფო ერმიტაჟის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
