კომპანია Vantec-მა წარმოადგინა მოწყობილობა ზემოთ აღნიშნული გრძელი დასახელებით, რომელიც თავისი პრინციპული მნიშვნელობით არის უმავთულო დოკ სადგური, რომელში შეიძლება ჩვეულებრივი 3.5” ან 2.5” SATA მყარი დისკის მოთავსება. ვის შეიძლება გამოადგეს ასეთი მოწყობილობა?
ალბათ იმათ ვისაც უნდა NAS (ფაილური საცავის) ყიდვა უნდა და ვერ გაურკვევია თუ რა მოცულობა შეიძინოს და მათთვის ვისაც აქვს ზედმეტი მყარი დისკი, რომელსაც დანიშნულება ვერ უპოვა დააინტერესებს ეს მოწყობილობა.
ასეთ თუ ისე მისი ფუნქციონალი გაცილებით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ფაილური საცავის მოთხოვნებში შედის ხოლმე. ის როუტერს WiFi-ის საშუალებით უერთდება და UPnP სერვერის ფუნქციასაც ასრულებას, აქვს მაღალსიჩქარიანი USB 3.0 და ასევე შესაძლებლობა ერთდროულად იმუშაოს სამ მოწყობილობასთან. რა თქმა უნდა დოკში მოთავსებული მყარი დისკის ფაილებთან წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი საოპერაციო სისტემიდან, როგორც Windows ასევე Android და iOS.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=Faxuf2WyRTY[/youtube]
წყარო: geeky-gadgets.com