მინდა მოკლედ მოგითხროთ იმის შესახებ თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული 2013 წლის განმავლობაში კოსმოსის ათვისების მიმართულებით. რადგანაც ეს სფერო ახლა საკმაოდ აქტიურად ვითარდება ყველა მომავალი მოვლენის ერთ სტატიაში განთავსება გამიჭიდება, ამიტომაც ახლა მხოლოდ კერძო (არასამთავრობო) კომპანიებს შევეხები მხოლოდ, რომლებიც კოსმოსით არიან დაკავებულები.

Nova 2

Starchaser Industries ამუშავებს კოსმოსურ აპარატს ტურიზმისთვის, რომლის კოდური დასახელებაა Thunderstar.  პროექტს ორი ნაწილი აქვს და ერთ არის Skybolt რაკეტის პროტოტიპის დამზადება, მეორე არის მრავალჯერადი კაფსულის შექმნა მგზავრებისათვის. აი ზუსტად მეორე ნაწილი უნდა მოთავსდეს Nova 2-ზე, რომელიც არის ბრიტანეთის მიერ აშენებული ყველაზე დიდი რაკეტა (დაახლოებით 17 მეტრი სიმაღლეში). კაფსულა 2-ადგილიანია – პილოტისა და ნავიგატორისთვის. პირველი გაშვებისვის პილოტის ადგილი არა მაგრამ ნავიგატორის ადგილი თამაშდება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. გაშვება 2012 წლის სექტემბერში უნდა განხორციელებულიყო მაგრამ არ გამოვიდა და ახლა სტივ ბენეტი (კომპანიის დამფუძნებელი) იმედს იტოვებს, რომ 2013-ში ეს აუცილებლად მოხდება.

Dream Chaser

Dream Chaser – ეს არის შატლის მსგავში აპარატი (ვერტიკალური აფრენით და ჰორიზონტალური დაშვებით) ადამიანების (7 ადამიანი ერთ ჯერზე) და ტვირთის გადასატანად ორბიტაზე, კონკრეტულად კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). ის არ იყენებს საკუთარ რაკეტა-მატერებელს როგორც Space X-ში, არამედ სტანდარტულ Atlas V რაკეტას. დაბრუნებას ის შეძლებს პარაქტიკულად თითქმის ყველა აეროპორტში. NASA აქტიურად ასპონსორებს კერძო კომპანიებს და გასულ წელს მან გასცა 200 მილიონი დოლარი Siera Nevada-ზე. 2013 წლის პირველ ნახევაში დაგაგემილია რაკეტის სუბორბიტალური ტესტები. ორბიტალური კი 2014 წელს დაიწყება რასაც 2016 წლიდან კომერციული ფრენებიც მოყვება.

SpaceShipTwo

ეს არის სუბორბიტალური ხომალდების მეორე თაობა კომპანია Virgin Galacit-გან. მისი გაშვება დედა-ხომალდიდან (WhiteKingTwo) ხდება 15 კილომეტრის სიმაღლეზე და აღწევს კოსმოს დაახლოებით 110 კილომეტრამდე დედამიწის ზედაპირიდან. მას ეკიპაჟის 2 წევრისა და 6 ტურისტის მომსახურეობა შეუძლია. ტურისტულის გარდა ამ ხომალდს სხვა დანიშნულება არა აქვს. სიამოვნების მიღება კოსმოსში საკმაოდ ხანმოკლე ყოფნისგან და შემდეგ არც ისე მსუბუქი დაშვება 200 000  დოლარი ღირს. დეკემბერში პირველი გაფრენა განხორციელდა მიმაგრებული ძრავებით და მათი სიმძლავრე ეტაპობრივად კლებულობდა დაშვებისას და მსუბუქად პლანირებდა რაც იმედს იძლევა, რომ წლის ბოლოსკენ იქნება პირველი ტურისტული გაფრენებიც.

Cygnus

ეს არის ტვირთის გადაზიდვის კიდევ ერთი საშუალება (ადამიანების გარეშე) ISS-ზე. როგორც ცნობილია NASA ისწრაფვის კომერციული ფრენებისკენ და უნდა რუსეთისგან დამოუკიდებელი იყოს. ეს აპარატი კიდევ ერთი ნაბიჯია ამისაკენ. Orbital Sciences Corporation არის Space X-ის კონკურენტი. ისინი იყენებენ თავიან საკუთარ რაკეტა-მატარებელს (Antares). ამ წელს დაგემილია ძალიან დატვირთული პროგრამა – თებერვალში მოხდება რაკეტის პირველი გაშვება და უკვე მარტში განხრციელდება Cygnus-ის პირველი მისია რომელიც 550 კგ ტვირთს აიტანს ISS-ზე, შემდეგ კიდევ 3 დაგეგმილი გაშვება განხორციელდება ISS-ზე და ამ დორის მოხდება Antaresის განვითარების სამი საფეხურის დამუშავება: Castor 30A -> Castor 30B -> Castor 30XL

Space X

ეს ყველაზე ცნობილი კერძო კოსმოსური პროექტია. კომპანია SpaceX დაფუძნდა ელონ მასკის მიერ (PayPal) და 2012 წელს განახორციელა მისთვის პირველი კომერციული ტვირთვის ატანა ISS-ზე. კოსმოსური აპარატი Dragon-ის გარდა მუშავდება რაკეტა-მატარებელი Falcon, რომელიც საგრძნობლად გააიაფებს სასარგებლო ტვირთის ორბიტაზე გატანას.  2013 წელს დაგეგმილია 2 გაფრენა ISS-ზე – მარტში და სექტემბერში. NASA-ს შეკვეთების გარდა SpaceX აპირებს სხვა შეკვეთების შესრულებასაც, მათ შორის კანადის კოსმოსური სააგენტოსთვის და სატელიტური ოპერატორებისთვის SES და Orbcomm.

გაშვებებთან ერთად მოხდება რაკეტა-მატარებლის მოდიფიკაციებით, როგორიცაა ახალ ძრავაზე Merlin 1D-ზე გადასვლა, პირველი საფეხურის მოდიფიკაცია, საწვავის რეზერვუარების გაყოფა. ამის გარდა მოხდება ძალია მნიშვნელოვანი რამ კომპანიისთივს – Falcon Hevy-ს პირველი გაშვება. ეს არის პირველი მძიმე რაკეტა, 53-ტონა სასარგებლო ტვირთამწეობით. რაკეტის კონსტრუქციაში დამატებული იქნება მესამე საფეხური (ბუსტერები) და ჩაირთვება ახალი ძრავა Merlia 1D რომელმაც უკვე გაიარა ცალკეული ტესტები.

Lynx

სუბორბიტალური ხომალდი, რომელიც თეორიულად SpaceShip Two-ს შეებრძოლება კლიენტებისთვის. მისი კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება Virgin Galactic-ის ხომალდისაგან და თანამედროვე თვითმფრინავებს უფრო გავს – ის ჰორიზონტალურად აფრინდება და იღებს სიმაღლეს, თუმცა გარკვეული სიმაღლიდა აფრენა უკვე პროატიკულად ვერტიკალურია, რაც უკვე შორდება თვითმფრინავის მოდელს. აპარატი ჰორიზონტალურადვე ეშვება სტანდარტულ აეროპორტში. იგეგმება 4 გაფრენამდე დღეში ერთ აპარატზე და ბილეთის ფასი 95 000 $ იქნება და თქვენს გარდა ხომალდში მხოლოდ პილოტი იქნება. ამის გარდა Lynx-ს შეუძლია საშუალო ზომის თანამგზავრების გაყვანა ორბიტაზე, თუმცა გაუგებარია თუ რა ტიპის თანამგზავრები მოძრაობენ 100 კილომეტრის სიმაღლის ორბიტაზე. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი 2014 წელს გახდება და წელს მხოლოდ სრულფასოვანი სატესტო გაფრენები განხორციელდება.

Excalibur Almaz

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დარეგისტრირებული აკუნძულზე მენი და რომ მისი მენეჯმენტი ამერიკული რუსეთის მონაწილეობა ამ პროექტში მაინც დიდია. თუნდაც იმიტომ რომ ხომალდი შენდება საბჭოთა ТКС (გასული საუკუნის 70-80-იანი წლები) ბაზაზე. პროექტი გათვლილია ტურიზმზე მაგრამ მას სხვა უპირატესობებიც აქვს – Lynx და SpaceShipTwo-გან განსხვავებით KA უნდა გაუშვან უფო მაღალ ორბიტებზე და არა სუორბიტალურ სიმაღლეებზე. შესაბამისად გაფრენის დრო არ იქნება ნახევარი საათი, არამედ შესაძლოა რამდენიმე თვეც იყოს. შემუშავება დაიწყო 2005 წელს და მიმდინარე წელს დაგეგმილია პირველი ტურისტული გაფრენებიც და შემდეგისთვის აშენდეს კოსმოსური სადგური როგორიც იყო “მირი” და არის ISS. 2015 წლისთვის კი კომპანია გეგმავს ტურისტებისთვის მთვარის გარშემო გაფრენას.

ARCA

კიდევ ერთი დიდი კატეგორია კერძო კოსმოსის სფეროში ტურიზმისა და NASA-ს კონტრაქტების გარდა არის Google Lunar Xprize – შეჯიბრი სადაც მონაწილეებმა უნდა შექმნან მთვარემავალი (და დაშვების მოდულიც რა თქმა უნდა) რომელიც წარმატებით დაფრინდება მთვარეზე, გაივლის იქ და გადაიღებს ფოტოებს. ის ვინც პირველი შეასრულებს ამ პროგრამას მიიღებს 20 მილიონ დოლარს. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებს ACRA რომელიც საკმაოდ სერიოზულია და მთვარემავლის გარდა ამუშავებს სხვა თანამდევ პროექტებსაც, რომელიც აქტუალურია კომერციული კოსმოსის ათვისების პროექტებისათვის. Google Lunar Xprize-ის მოსაგებად კომპანია გეგმავს ოთხი კომპონენტის შექმნას: HAAS II – სამსაფეხურიანი რაკეტა, რომელიც მიიყვანს მთვარემავალს მთვარემდე, თვითმფრინავი რომელიც წყლის ზედაპირიდან აფრინდება და დაეშვება წყალზევე და მისი დანიშნულება იქნება ააფრინოს HAAS II 16 კილომეტრის მიმაღლეზე და იქ უკვე მოხდება რაკეტის ამოქმედება და გაშვება მთვარეზე (უკვე დაგეგმილია პილოტირებული გაფრენა რაკეტის გარეშე და შემდეგ კი იქნება HAAS II რაკეტის ორბიტაზე გაშვებით). მუშავდება ძრავა Executor რომელმაც უკვე გაიარა სტენდზე ტესტირება და გამოიყენება IAR 111 და Haas-ზე და თვით მთვარემავალი. ეს ყველაფერი ძალიან გაბნეულად გამოიყურება, მაგრამ ასეთივე იყო sky crane პრექტი რომელიც წარმატებით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.