როგორც უკვე მოსალოდნელი იყო 2 იანვარს Canonical-მა გამოუშვა Ubuntu-ს მობილური ვერსია, რომლიც არსებული Android-ის ბირთვზე და დრაივერებზე ააშენეს, მაგრამ არ იყენებს Java Virtual Machine-ს და პირობას იძლევა, რომ შეძლებს “ტელეფონის სრული სიმძლავრის გამოყენებას”. მას აქვს ARM და x86 პროცესორების მხარდაჭერა და Ubuntut Phone OS იმდენად დათვსებადი იქნება, რომ Android ტელეფონების მწარმოებლებისთვის მისი ადაპტირება მინიმალური ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?&v=cpWHJDLsqTU#![/youtube]
Ubuntu for Android დაანონსდა გასული წლის თებერვაშლი და ის იქნება პირველი ეკოსისტემა რითაც ის გამოვა უკვე არსებულ ტელფონებზე და Canonical-ის შეფის მაიკლ შატლვორთის განცხადებით ეს მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის ოპერატორების ან მწარმოებლების მხარდაჭერაზე, თუმცა პირველი Ubuntu for Android ჰენდსეტი ქინება “high-end” მოწყობილობების მწარმოებლისგან.
მშობლიური Ubuntu ტელეფონები 2014 წლის დასაწყისითვის დაანონსდა, თუმცა კომპანიას ქონდა რამოდენიმე სადემონსტრაციო მოდელი და ასევე წარმოადგინა ინტერნეტიდან გადმოსატვირთი დეველოპერული იმიჯები Galaxy Nexus-მოწყობილობებისთვის, რომელიც რამოდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამ ერთ მოწყობილობაზე არის სრული მხარდაჭერა განხირციელებული და Canonical-ს იმედი აქვს პროგრამისტების საზოგადოების, რომელიც შეუწყობს ამ ეკოსისტემის გაფართოებას.
სიურპრიზი არ არის ის რომ Ubuntu-ს ტელეფონის ინტერფეისი რამოდენიმე უნიკალურ ფუნქციონალს შეიცავს, რითაც განსხვავდება კონკურენტებისაგან. ეკრანის ნაპირებიდან ჟესტებით მართვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია იქნება. მოწყობილობის ეკრანის ოთხივე მხრიდან თითის გასმით შესაძლებელი ხდება აპლიკაციების გადართვა და კონტენტის მოძიება. მარცხნიდან მარჯვნივ მოკლე გასმით იხსნება დოკი უმთავრესი აპლიკაციებით, სრული გასმით თქვენს მიერ გაშვებული ყველა აპლიკაცია გამოჩნდება. პროდუქტის საიტზე წარმოდგენილია სადემონსტაციო კლიპები ფუნქციონალის სრული აღწერით. არავის დავიწყებია პერსონალური კომპიუტერის ფუნქციონალიც და სპეციალური დოკების საშუალებით შესაძლებელი იქნება მონიტორის, თაგვისა და კლავიატურის მიერთებაც რაც თავის დროზე Android-ზე კომპანია Motorola-მ სცადა, მაგრამ წარუმატებლად.
წყარო: TheVerge