Search

CES 2013: Intel-ის ახალი Lexington პლატფორმა

Intel-მა თავის პავილიონში low-end (დაბალი კლასის) სმარტფონი წარმადგინა, რომელიც Atom Z2420 პროცესორზე მუშაობს და არის Lexington ოჯახის ჩიპების წარმომადგენელი. ეს ჩიპები განკუთვნილია განვითარებადი ბაზრისათვის და მისი გამოყენებისთვის სამი კომპნია ემზადება, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია Acer.

საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი სმარტფონს არ ქონდა მარკირება და Intel-მაც არ გაამხილა მისი მწარმოებელი. ასევე უცნობია სხვა სპეციფიკაციებიც გარდა პროცესორისა, რომლის ტაქტური სიხშირე 1.2 გიგაჰერცამდეა, შეუძილა 1080p – 30fps ვიდეოს გაშვება, აქვს HSPA+ მოდული და ორი 5 და 1.3 მეგაპიქსელიანი კამერის მხარდაჭერა.

პირველი შთაბეჭდილება, რასაც სმარტფონი ახდენს, ეს არის 2009 წლის სმარტფონის შესაბამისი შეგრძნება. გვერდების გდაფურცვლა საკმარისად სწრაფია და Fruit Ninja-ს თამაშიც უპრობლემოდ არის შესაძლებელი. აპლიკაციებს შორის გადასვლისას კი თავი იჩინა პროცესორის  შესაძლებლობების ლიმიტმა რაც Home ღილაკზე დაჭერისას სანამ თამაში გამოირთო რამდენიმე წამიანი შეყოვნებით დაფიქსირდა. სისტემის შეყოვნება ფიქსირდებოდა ასევე რამდენიმე აპლიკაციის გაშვებისას, მაგრამ გსათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის საგამოფენო პრე-პროდაქშენ სმარტფონი დამასზე დაყრდნობით სერიოზული დასკვნების გაკეთბა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება.

[viddler id=49b38c3f w=545 h=409]

წყარო: Engadget