Search

Gravity Light: 5 დოლარიანი ნათურა, რომელიც გრავიტაციით მუშაობს

ლონდონში ბაზირებული კომპანია Therefore-ს ინჟინრებმა შექმნეს გრავიტაციული ნათურის მუშა პროტოტიპი. საკმარისია მასზე ჩამოვკიდოთ ჩანთა, რომელშიც ბალასტია მოთავსებული ან ნებისმიერი ტვირთი წონით 10 კგ და შუქდიოდები 30 წუთის განმავლობაში გაანათებენ. იდეაში ყუთის შიგნით არის გირომექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კბილანებიანი ბორბლების მუშაობას თანაბარი სიჩქარით, როგორც ეს მექანიკურ საათებშია. შესაძოა კოჭა გენერატორით მაგნიტურ ველში ბრუნვისას წარმოქმნის ცვლად დენს, რითაც ნათურა იკვებება.

Gravity Light ნათურამ ქრაუდსორსინგის საიტზე Indiegogo $317 000 შეაგროვა და მან ამით 6-ჯერ გადააჭარბა პირველად გეგმას. ამ ნათურების გავრცელება იგეგმება აფრიკაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში. ამ რაიონებში 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ელექტროობის გარეშე და უმთავრესად განათებისთვის კეროსინის ლამპაბს იყენებენ.

GravityLight განიხილება, როგორც უფრო ჭკვიანური შემცვლელი კეროსინისთვის. ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა თავისი შემოსავლის 10-დან 20-მდე პროცენტს საწვავში იხდის. მხოლოდ ინდოეთში ყოველწლიურად კეროსინისგან მიღებული დამწვრობით საავადმყოფოებში ხვდება 2,5 მილიონი ადამიანი, ხოლო ლამპასთან გატარებულ ერთ ღამეში მიღებულ კვამლი ორი კოლოფი სიგარეტის მოწევის ტოლფას ზიანს აყენებს ფილტვებს და ამის გამო მარამწეველი ადამიანებიც ავადდებიან ფილტვების კიბოთი.

გრავიტაციულლ ნათურებს მზის ელემენტებთან შედარებით ის უპირატესობაც აქვს, რომ მას არ სჭირდება კარგად განათბული ადგილები და არ საჭიროებს დამატებით აკუმულატორებით აღჭურვას, რომ დღეღამის ნებისმიერ დროს შეეძლოს განათება. აქ ყველაფერი მარტივადა – 3 წამში შეიძლება ავწიოთ 10 კილოგრამიანი ტვირთი და ნათურა შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში არ ჩაქრება.

Therefore-ს ინჟინრები არა დამწყებები მოყვარულები არამედ გამოცდილი პროფესიონალები არიან  და უკვე 20 წელია უამრავი მოწყობილობის დიზაინითა და პროექტირებით არიან დაკავებულნი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოწყობილობის ფასი 5$ შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასიური წარმოების პირობებში და ამიტომაც ითხოვენ მოწყობილობის საწყისი ტირაჟი იყოს 1000 ცალი, რომელიც გაიგზავნება ინდოეთისა და აფრიკის სოფლებში. რეალურ პირობებში გამოცდის რეზულტატებიდან გამომდინარე შეიქმნება უამრავი დამატებითი აქსესუარიც ამ ორიგინალური გაჯეტისათვის.

ამისთანა პროდუქტი კარგი საჩუქარი იქნებოდა არა მხოლოდ აფრიკისა და ინდოეთისათვის, ეს საინტერესო ჯაჯეტი პოპულარობით ისარგებლებს ევროპაშიც და ამერიკის შერთებულ შტატებშიც რადგანაც ის ძალიან ორიგინალური და მწვანე გადწყვეტილებაა, რომელიც სამეზობლოში არავის არ აქვს 🙂 ის რეალურად უფრო იაფი, ეფექტური და ეკოლოგიურია ვიდრე ჩვეულებრივი მზის პანელები. წარმოიდგინეთ, რომ თუ ტვირთისთვის გავაკეთებთ 10-20 მეტრის სიღრმის ჭას მაშინ ნათურა დღე-ღამეზე მეტი ხანი გაანათებს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?&v=1dd9NIlhvlI[/youtube]