დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც კომპიუტერის მომხმარებლები პირველად გააფრთხილეს Java-ს გამორთვის შესახებ, მაგრამ ის რაც ახლა ხდება უფრო დიდ რისკსა და საფრთხეს შეიცავს ვიდრე ოდესმე. United States Computer Emergency Readiness Team-ის (US-CERT – არის ა.შ.შ. ნაციონალური უსაფრთხოებს დეპარტამენტის ნაწილი) უსაფრთხოების მკვლევარებმა პირველი გაფრთხილება ხუთშაბათს გამოაქვეყნეს სადაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებელმა უნდა გამორთოს Java თავის ბრაუზერებში. (ასევე Oracle ამბობს, რომ ძალიან მალე გამოვა სპეციალურ პატჩი).
პრობლემა აქვს Java-ს უსაფრთხოების მენეჯერს, რომლის საშუალებითაც შემტევი კომპიუტერზე გაუშვებს შესრულებად კოდს. ზოგიერთი კომპანია არ ელოდება პატჩის გამოსვლას და უკვე მიიღო შესაბამისი ზომები ექსპლოიტთან საბრძოლველად. Apple-მა უკვე დაამატა შავ სიაში Java-ს ბოლო ვერსიები მისი საოპერაციო სისტემის OS X-ის ყველა მომხმარებლისთვის. Mzilla-მ შეცვალა Click To Play-ს ფუნქციონალი, რომელიც მანამდე ბლოკავდა Java-ს ძველ ვერსიებს, ახლა კი ის ყველა ვერსიას ბლოკავს.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ პრობლემის სრული აღწერა US-CERT-ის ბიულეტენში
ასევე იხილეთ ინსტრუქციები თუ როგორ უნდა გამორთოთ Java აპლეტების მხარდაჭერა სხვა-და სხვა ბრაუზერებში და პლატფორმებზე.
წყარო: Engadget

