Mars One-მა გამოაცხადა კონკურსი მათთვის ვისაც სურს გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც დატოვებს ჩვენს პლანეტას და გაემგზავრება წითელ პლანეტაზე კოლონიის დასაარსებლად. მისია დაგეგმილი 2023 წლისათვის არის დაგეგმილი და მისი წევრების მთავარი დანიშნულება იქნება სისტემის გამართვა და მისი სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, რაც არც ისე ადვილი ამოცანა იქნება პირველი კოლონიზატორებისათვის.

 

კანდიდატებს უნდა ქონდეთ უნარები და შესაძლებლობები, რითაც შეძლებენ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას, რადგანაც პრობლემები შეიძლება სრულიად არაპროგნოზირებადი იყოს რაც გუნდის ყველა წევრის მხრიდან მოითხოვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობას და ერთმანეთთან სრულ თავსებადობას. ასტრონავტები უნდა იყვნენ ჭკვიანები, კრეატიულები, ფსიქოლოგიურად მდგრადი და ფიზიკურად ჯანმრთელები.  წარმოგიდგენთ  შერჩევის პროცესის მოკლე განხილვას.

ასტრონავტის ხუთი უმთავრესი თავისებურება

მოქნილობა

შემგუებლობა

ცნობისმოყვარეობა

ნდობა

კრეატიულობა

ასაკი

ასაკობრივი დიაპაზონი შეზღუდულია მაგრამ ზედა ზღვარი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ასაკის ქვედა ზღვარი 18 წელია და გაფრენის მომენტისთვის ეს ადამიანი უკვე 28 წლის იქნება.

სამშობლო  და ენა

Mars One იღებს წინადადებებს პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება რომდენიმე ენაზე. ოფიციალური ენა იქნება ინგლისური, მაგრამ განაცხადის შევსებისას სავალდებულო არ არის კონკურსანტმა კარგად იცოდეს ინგლისური ენა რადგანაც დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნმება რამოდენიმე ენაზე. შერჩევის პროცესის განვითარებასთან ერთად დრო და დრო გაიზრდება ინგლისური ენის მოთხოვნაც.

შერჩევის პროგრამა 2013 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. იჩქარეთ !

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=n4tgkyUBkbY[/youtube]

წყარო: habrahabr.ru

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.