ამერიკის დაზვერვის უახლეს ანგარშში ნათქვამია, რომ ა.შ.შ არის ხანგრძლივი და მაიური კიბერშპიონაჟის კამპაანის ობიექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას – გვატყობინებს Washington Post

როგორც ირწმუნებიან, ყველაზე აგრესიულად ამერიკული კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას ჩინეთი ცდილობს, რომ მიიღოს წვდომა ინფორმაციებზე, რომლებიც შემდგომში ეკონომიკური სარგებლისთვის იქნება გამოსადეგი.

ანგარიში, რომელიც ითვლება ამერიკის სადაზვერვო საზოგადოების სერთო მოსაზრებად, აღწერილია სექტორების ფართო სპექტრი, რომლებიც ხაკერების სამიზნე იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში და ესენია: ენერგეტიკა, ფინანსები, საინფორმაციო ტექონოლოგიები და ასევე აეროკოსმოსური და საავტომობილო დარგიც.

დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ეკონომიკური ზარალი შესაძლოა ათეულობით მილიარდ დოლარს შეადგენდეს. გამოცემის წყაროები სახელმწიფო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კიბერშპიონაჟმა ისეთ მასშტებებს მიაღწია, რომ ნაციონალური მნიშვნელობის საკითხი გახდა.

ანგარიშში მითითებულია კიდევ სამი ქვეყანა – რუსეთი, ისრაელი და საფრანგეთი, რომლებიც ეკონომიკური კიბერშპიონაჟით არიან დაკავებული, მაგრამ დოკუმენტის თანახმად მათი წილი უმნიშვნელოა ჩინეთთან შედარებით.

ჩნური კიბერშპიონაჟი უმთავრესად კომერციაზეა გამიზნული და სამხედრო ტექნიკას უკავშირდება. 2011 წლეს როცა ჩინელმა ჰაკერებმა კომპანია RSA Security-ს შეუტიეს, მოპარული ტექნოლოგიით განხორციელდა შეტევა სამხედრო-საწარმოო ობიექტებზე. ამის შემდეგ ჩინელმა ჰაკერებმა შეაღწიეს თავდაცვის გიგანტის Lockheed Martin-ს ქსელში, რომელიც RSA Security-ს გასაღებებს იყენებდა.

როგორც ამას წინათ New York Times, Wall Street Journal და Washington Post იტყობინებოდა სხვა სექტორებმაც საკმაოდ იზარალეს და შეტევების ავტორად აქაც ჩინური მხარე იყო დასახელებული.

ჯერ კიდევ 2010 წელს თავისი ქსელების შეტეხვის შესახებ კომპანია Google-მა განაცხადა და აქაც შეტევის ავტორი ჩინეთი იყო. ამ შემთხვევაში შეტევის სამიზნე ის ელ-ფოსტის ანგარიშები იყო, რომლებითაც ადამიანის უფლებების დამცველები სარგებლობდნენ ჩინეთში.

თავის ახალ წიგნში Google-ის თავმჯდომარე ერიკ შმიდტი წერს, რომ ჩნეთი არის “ყველაზე გამოცდილი და აქტიური” ჰაკერი მსოფლიოში და ამატებს, რომ ჩვენ უკვე სამთავრობო კიბერ-ომის ეპოქაში ვცხოვრობთ.

წყარო: Habrahabr

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.