HTC-ის ახალი ფლაგამანური სმარტფონის პრეზენტაციის პარალელურად კომპანია Canonical-მა წარმოადგინა Ubuntu-ს პლანშეტური ვერსიის პრეზენტაცია, რომელსაც გულშემატკივრები ძალიან დიდი მოთმინებით ელოდნენ და ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ ერთ ოპ. სისტემას, რომელიც ბაზრისათვის ბრძოლაში სულ სხვა კუთხით და მიდგომით ჩერთვება.
ყველა მწარმოებელი დღეს პროგრამული უზრუნველყოფის უნიფიკაციისკენ ისწრაფვის მაგ: Google Android და Apple iOS ცდილობენ პლანშეტური და სმარტფონის ვერსიები პრინციპულად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და აპლიკაციები თავსებადი იყოს მაქსიმალურად და თუნდაც წარუმატებლად მაგრამ Microsoft-იც ამით არის დაკავებული. მიუხედავად ამისა Canonical-მა გადაწყვიტა ცალკე პროდუქტი გამოუშვას.
რადგანაც განსხვავებული პროდუქტია ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს მსგავსება Ubuntu-ს სმარტფონულ ვერსიათან. საოპერიაციო სისტემა მთლიანად ეფუძნება მის სამაგიდო ვერსიას და ჯერ-ჯერობით მოხლოდ Nexus მოწყობილობებზე მუშაობს, უფრო კონკრეტულად Ubuntu-ს პლანშეტური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება Asus Nexus 7 და Samsung Nexus 10 მოწყობილობებზე.
ეს ყველაფერი 21 თებერვალს მოხდება, როცა ხელმისაწვდომი გახდება Ubuntu Touch Developer Preview. როგორც სმარტფონების შემთხვევაში Nexus მოწყობილობები ეს არის მხოლოდ დევლოპერული გადაწყვეტილება პროდუქტის წინასწარი დამუშავებისათვის და ტესტირებისათვისდა მომავალში მისი პორტირება შესაძლებელი გახდება თითქმის ყველა მოწყობილობისათვის. მთავარია მხოლოდ ის, რომ პლანშეტს ქონდეს პროცესორი ARM A15 არქიტექტურაზე, ქონდეს 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და მინიმუმ 8 გიგაბაიტი ფაილური სევრცე. ერანის ზომა შესაძლოა 6-დან 20 დიუმამდეც იყოს.
სამწუხარდო ოპ.სისტემის შესაძლებლობების დეტალებზე არაფერია ცნობილი გარდა იმისა რომ მას ექნება Unity-ს სტილის გრაფილული ინტერფეისი და მრავალფანჯრიანი რეჟიმი, რომელშიც ერთდროულად იმუშავებს “პლანშეტის” და “სმარტფონის” აპლიკაციები (ეკრანი გაიყოფა არა ორ ნაწილად, არამედ 2:3 შეფარდებით) როგორც მსგავსი შემთხვევისას გვაქვს Windows 8-ში.
სანამ არ გამოსულა ინსტალაციისთვის მზა ანაბეჭდები მანამდე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო სადაც დემონსტრირებულია ახალი Ubuntu-ს ზოგიერთი შესაძლებლობა:
http://www.youtube.com/watch?v=h384z7Ph0gU
წყარო: 4PDA
