29 იანვარს Google-მა მიიღო პატენტი განაცხადზე, რომელიც ჯერ კიდევ გაული წლის სექტემბერში გაკეთა ა.შ.შ-ს საპატენტო ბიუროში. დოკუმენტში აღწერილია სმარტფონი, რომელსაც აქვს 8 – შუქდიოდი გაელვებისათვის, რომლებიც ფოტომოდულის გარშემოა განთავსებული. მათ სინქრონულად და ასინქრონულად შეუძლიათ ანთება განათების დონიდან გამომდინარე. ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემდეგი nexus სწორედ ამ უცნაური გაელვებით გამოვა.
შუქდიოდური გაელვება უარესია ვიდრე ქსენონის, მაგრამ შესაძლოა რამოდენიმე შუქდიოდმა საბოლოდ მოგვცეს საკმარისი განათბა იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს ქსენონის ხარისხი, ნაკლები ენერგომოხმარებითა და ზომით. როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას 8 შუქდიოდი? ერთი ვარიანტია ყველას ერთდროული ანთება, რომ ცუდად განათებულ გარემოში საკმარისი გაელვება იყოს შესაძლებელი. ასევე შეიძლება მხოლოდ რამდენიმეს ანთება იმ შემთხვევისთვის, როცა გადანათებამ შეიძლება გაფუჭოს ფოტო. HDR ფოტოგრაფიაშიც შეიძლება ამის გამოყენება რამდენიმე კადრის გადაღებისთვის სხვა და სხვა გაელვების დონით.
წყარო: habrahabr

