როგორც ცნობილია Android ოპერაციული სისტემის განახლებები არც ისე სწრაფად ვრცელდება მომხმარებლებში ვიდრე iOS და ამას თავისი ობიექტური და ხშირად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა მწარმოებლები საკმაოდ აგვიანებენ სისტემის ახალ ვერსიაზე გადაყვანას დღეისათვის სტატისტიკა უკვე ოპტიმისტურად გამოიყურება.
როგორც Google-ის დეველოპერების ტაბლოდან ჩანს Ice Cream Sandwich-ის და JellyBean-ის ერთიანი წილი 45,1% შეადგენს და უფრო მეტია ვიდრე Gingerbread-ის ყველა ვერსიის ერთად აღებული. Android 4-ის საერთო წარმატება მაინც უფრო ძველმა 4.0.3 და 4.0.4 ვერსიებმა უზრუნველყო და იქ Jelly Bean-ის წილი მხოლოდ 15,5% შეადგენს. Android-ის უახლეს 4.2 ვერსიაზე მოწყობილობების მხოლოდ 1.6% არის განახლებული და ჩემი აზრით ეს მხოლოდ Nexus მოწყობილობებია 🙂 ასე, რომ ვისაც გსურთ მუდამ განახლებული Android ოპ. სისტემით ისარგებლოთ შეიძინეთ Google-ის ნექსუსები და მათთვის ვისაც სხვა მწარმოებლის მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი გაქვთ Cyanogenmod-ს გირჩევთ იგივე სიამოვნების მისაღებად.

