Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა დღეს თავის ოფიციალურ ბლოგში გამოაქვეყნა შეტყობინება Android პალტფორმის დეველოპერების განყოფილების ახალი ბოსის დანიშვნის შესახებ. დღემდე ამ თანამდებობაზე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ენდი რუბინი იყო.
ლარის თქმით როცა 2004 წლეს ენდი მოვიდა Google-ში და განაცხადა, რომ ღია სტანდარტები და სწორედ Android ოპ. სისტემა მოიყვანდა მოქმედებაში მათ მობილურ სერვისებს ის გიჟად ჩათვალეს.

მაგრამ დღეს Android – ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ოპ. სისტემაა მსოფლიოში. პეიჯმა ხაზი გაუსვა იმას, რომ Android-ის 2008 წელს კომერციული პროდუქტის სახით გამოსვლიდან დღემდე გააქტიურდა 750 მილიონამდე სხვა და სხვა მოწყობილობა. 2012 წლეთან შედარებით ახლა უკვე დღეღამეში დაახლოებით 1,35 მილიონი მოწყობილობა აქიურდება.

Android-ის ახალი შეფი სუნდარ პიჩაი (Sundar Pichai) გახდება, რომელიც მანამდე მუშაობდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა Chrome ბრაუზერი, Google Drive და Gmail სერვისები.
