დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ რაც Google-მა მაჟორული ცვლილებები შეიტანა Google Play-ში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია არ მუშაობდა შემდეგ დიდ ცვლილებაზე. Google Play 4.0 განახლება მის ოფიციალურ რელიზამდე გახდა ცნობილი და მასში გამოვლინდა პროგრამის ახალი დიზაინი, რომელიც უფრო ახლოსაა Android-ის Holo სამომხმარებლიო ინტერფეისთან.
აპლიკაცია გამოავლინა Droid-Life-მა და გამოაქვეყნა სქრინშოტები და ვიდეო სადაც ყველაფერია ნაჩვენები. როგორც ნახატებზე ჩანს, რედიზაინი იყენებს Google-ის უახლეს Android შრიფტებს და აპლიკაციებს აჩვენებს პატარა თეთრ კვადრატებში რომლებიც Google Now-ს ბარათებს გავს.
აპლიკაციებს და სხვა რამეებს ახლა უფრო დიდი იკონები აქვს, მაგრამ მათი დეტალური აღწერის გვერდი ისევე გამოიყურება როგორც უწინ, უბრალო იგივე კონტენტი გადავიდა ახალ დიზაინში, ამოღებულია ანონსების და რეკომენდაციების გვერდი რომელიც ჩნდება მას შემდეგ რაც აყენებთ ნებისმიერ აპლიკაციას.
[youtube]http://www.youtube.com/watch?&v=3VL-R4RPx3Q[/youtube]
წყარო: cultofandroid

