Windows 8 საკმაოდ ინოვაციური საოპერაციო სისტემაა, მაგრამ ის იმ მომენტში გამოჩნდა, როცა ბაზარზე არ იყო მაიკროსოფტის კიდევ ერთი OS-ის ადგილი. ამის შედეგად ყველა კომპანია, რომელიც განიცდის წარუმატებლობას, ამის მიზეზად Windows 8-ს ასახელებს. ამის ნათელი მაგალითია ის რომ პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ტემპი საგრძნობლად დაეცა. IDC-ის ანალიტიკოსების აზრით ახალი კომპიუტერების გაყიდვები 2013 წელს 1.3%-ით შემცირდება. ეს პროგნოზი ემყარება იმას, რომ 2012 წლის ბოლო კვარტალში გაყიდული კომპიუტერების რაოდენობა 8,3%-ით ნაკლები იყო მისი წინა წლის მონაცემებზე. ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა Windows 8.

Samsung-ის პრეზიდენტმა ჯუნ დონგ-სუ (Jun Dong-soo) ამავე აზრისაა და ამბობს: “მსოფლიო PC ბაზარი მცირდება, მიუხედავად Windows 8-ის გამოსვლისა. Windows 8 არ არის უკეთესი ვიდრე Windows Vista. Microsoft Surface პლანშეტების გაყიდვის პრობლემა მოთხოვნის ნაკლებობაა. Intel-ის უწინდელი ინიციატივა ულტრაბუქების კონცეფციაზეც ჩავარდან Windows პლატფორმის არაკონკურენტუნარიანობის გამო”

საბოლოო ჯამში ჯუნ დონგ-სუ თვლის რომ მისი კომპანიისთვის უკეთესია უპირატესობა მიანიჭოს Android-ზე დაფუძნებული სმარტფონებსა და პლანშეტებს. შეგახსენობთ, რომ Samsung არის ერთადერთი Microsoft Surface პლანშეტების მწარმოებელი მსოფლიოში. სხვა ვენდორებს Windows 8 პლანშეტების მხოლოდ კონცეფციები და საგამოფენო ეგზემპლარები აქვთ.

Windows 8-სა და Windows Vista-ს შედარებაში, რა თქმა უნდა არის ლოგიკა და ჩვენ პოდკასტებში ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე.

Windows Vista პრინციპულად განსხვავდებოდა Windows XP პლატფორმისაგან. ეს იყო ახალი სისტემა ახალი ინტერფეისით (არც ისე რადიკალური, როგორც Metro მაგრამ მაინც). პირველ რელიზში Vista ძალიან მომთხოვნი იყო რესურსების მიმართ და ნორმალურად მოხლოდ ახალ კომპიუტერებზე მუშაობდა. Microsoft-მა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მოეგვარებინა წარმადობის პრობლემები და ასევე ძალიან მწვავე აპარატული თავსებადობის საკითხი. ვერ ვიტყვი იმას, რომ ამის შემდეგ Vista გამოსწორდა, მაგრამ ის დროთა განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა. მთელ ამ პროცესს კი Vista-ს რეპუტაციის საბოლოო გაფუჭება მოყვა, სარეკლამო კამპანიის, ახალი კომპიუტერების გაყიდვების და სალიცენზიო პოლიტიკის ჩავარდნის გამო. მისი არსებობის რამდენიმე წლის განმავლობაში გაიყიდა მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი ასლი და რომ არ ყოფილიყო ეს კომპანია Microsoft და მის ადგილზე გვქონოდა სხვა მცირე მწარმოებელი ამას წარუმატებლობას ვერ დავარქმევდით.

Windows 8-ის შემთხვევაში ისტორია მეორდება. Microsoft-მა ისევ გამოუშვა სისტემა, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება წინამორბედებისგან. მას საფუძვლად ორი მიმართულების გაერთიანება დაედო და განხორციელდა მცდელობა შეერთებულიყო სმარტფონის, პლანშეტის და სამაგიდე კომპიუტერის ოპ. სისტემები ერთმანეთს.  პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისათვის და Windows Server 2012-ის ადმინისტრატორებისათვის ახალი ინტერფეისის მოხერხებულობა ეჭვს ბადებს. პრობლემა არ მდოგომარეობს იმაში, რომ ინტერფეისი არ ერთანხმება იმ გამოცდილებ ას, რომელიც დაახლობით 1,5 მილიარდ მომხარებელს აქვს მთელს მსოფლიოში.

Windows 8, ისევე როგორც Vista გათვლილია შედარებით ახალ კომპიუტერებზე. რა თქმა უნდა Vista-გან განსხვავებით Win 8 შესანიშნავად მუშაობს უყკვე არსებულ კომპიუტერბეზე არა მხოლოდ Vista-თან შედარებით არამედ Windows 7-ზე უკეთესადაც მუშაობს ჩემს ძველ კომპიუტერზე. ზოგიერთ შემთხვევაში ახალი ოპ. სისტემა საპირისპიროდ იქცევა, მაგრამ ჩემი აზრით იქ დრაივერების და კიდევ სხვა მოძველებული კომპონენტების გამო შეიძლება იყოს შეფერხებები.

Microsoft-ის მიერ ოფიციალური რელიზიდან რამდენიმე თვეში უკვე ისმის პოზიტიური სიგნალებიც მწარმოებლისგან, რომ მალე გამოვა მისი განახლებების პაკეტი, რაც მას უფრო რეალურად გამოყენებადს გახდის. უმთავრესი ინფორმაცია კოდური დასახელება Blue-ს შესახებ მერი-ჯო ფოლისაგან მოდის (Mary-Jo Foley). მა დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ Microsoft ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოში მუშაობდა განახლებების პაკეტზე რაც წინ უსწრებს თვით საოპერაციო სისტემის რელიზსაც. Service Pack 1 განახლება Windows ოჯახის ყველა წევრს შეეხება და გამოვა როგორც სამაგიდე/სერვერული ასევე Windows Phone და Windows RT პლატფორმებისთვისაც. განახლება მოიცავს ასევე Outlook.com და SkyDrive პროდუქტებსაც და სავარაუდოდ ის 2013 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალისთვის გამოვა.

როგორც ჩემთვის ასევე უამრავი აიტი სპეციალისტისთვის ისტორიულად Service Pack 1-ის გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ Microsoft-ის პროდუქტი მწიფდება და მისი დანერგვა პრაქტიკული გამოყენებისთვის აზრს იძენს. შესაძლოა Windows 8-ს რეალურად აქვს შანსი აღიდგინოს შელახული რეპუტაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.