2012 წლის დეკემბრიდან კომპანია Google-ში მუშაობს გამოჩენილი გამომგონებელი და ფუტუროლოგი რეი კურცვეილი. ეს ზუსტად ის ადამიანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიური სინგულარობისს იდეას – ფეთქებადი სამეცნიერო-ტექნიკური პროცესის დაწყებას მას შემდეგ რაც შეიქმება მძლავრი ხელოვნური ინტელექტი (ადამიანურზე მაღალი დონის) და დაიწყება ადამიანიების კიბორგიზაცია. მურის კანონის და ექსტრაპოლაციის თანახმად, ეს დაახლოებით 2045 წელს უნდა მოხდეს.
Google პირდაპირი გზით მიდის ტექნოლოგიური სინგულარობისკენ. ყოველი შემთხვევისათვის Google და NASA გახდნენ საერთაშორისო სინგულაროების უნივერსიტეტის სპონსორები, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და Google-ის გამოკვლევები რობოტოტექნიკაში და ხელოვნურ ინტელექტში კარგად შეესაბამება იმ მომავალს, რომელზეც კურცვეილი საუბრობს.
ამის გარდა ძალიან საინტერესოა თუ რით არის დაკავებული კურცვეილი ახალ სამსახურში, სადაც მას მანქანური სწავლების და სასაუბრო ენის ამოცნობის კვლევითი განყოფილება ჩააბარეს. ამას წინათ გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, პირველი ორი თვის მუშაობის შედეგებით.
ადრე კურცვეილი ყვებოდა, რომ ის კოპმპანიაში პირადად ლარი პეიჯმა მიიწვია, იმისთვის, რომ შეექმნა ადამიანის ენის ამომცნობი და მოაზროვნე კომპიუტერები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მას უნდა შეექმნა მძლავრი ხელოვნური ინტელექტი.
ახლა რეიმ უფრო მეტი დეტალი გაამხილე, თუ როგორ მიიწვიეს ის კომპანიაში. ის ამბობს, რომ ივლისში შეხვდა ლარი პეიჯს მისი ახალი წიგნის “როგორ შევქმნათ გონება” (How To Create A Mind) შესახებ. მან თქვა, რომ უნდა შექმნას სტარტაპი რომელიც წიგნში გამოთქმული იდეების განხორციელებას დაიწყებს. ლარი პეიჯმა დაარწმუნა ის რომ ამის გაკეთება Google-ში შესაძლებელი იყო და რომ კომპანიას ქონდა შესაბამისი “უნიკალური რესურსები” ამისთვის. ახლა კურვცვეილი აღიარებს, რომ ამ სიტყვებში რწმენა მას უფრო განუმტკიცდა Google-ში ორი თვის მუშაობის შემდეგ.
რეი კურცვეილი 70-იანი წლებიდან დაკავებული ხმის ამომცნობი კომპიუტერული სისტემების შექმნით. Gooogle-ში მან ეს მიმართულება აიღო და ამუშავებს ტექნოლოგიას, რომელიც შეძლებს ანალიზი გაუკეთოს სემანტიკურ კონტექსტს, ანუ გაიგოს ყოველის სიტყვის აზრი და შეარჩიოს მისი მნიშვნელობა ყველა კონკრეტულ სიტუაციაში.
Google დიდი ხანია ამაზე მუშაბს, ამ მიზნით შექმნილი იყო ისეთი პროექტები როგორიცაა Knowledge Graph – ბაზა 700 მლნ აზრობრივი კონსტრუქციებით და მილიარდობით კავშირებით მათ შორის. დეველოპერებსი ჯგუფი კურცვეილის მეთაურობით გააკეთებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სისტემის თვითგანვითარებადი ნაწილი გახდება, ისევე როგორც მისი ბიოლოგიური ანალოგი ადამიანის ტვინი – ამბობს კურცვეილი
კურცვეილის პროგნოზში ტექნოლოგიური სინგულარობის დადგომა დაიწყება იმით, რომ კომპიუტერი ტურინგის ტესტს 2029 წელს გაივლის. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა გამოთვლები, რეიმ უპასუხა: “ჩემი მიზანია, ზუსტად ასეთი წვლილი შევიტანო ხელოვნური ინტელექტის შქმნაში, ეს პროექტი 50 წეკზეა გათვკლილი…. და ახლა პირველად მაქვს დრო და რესურსები მისი განხორციელებისათვის”
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=B4jhMGzml7I[/youtube]
წყარო: habrahabr.ru
