Canonical, რომელიც არის Ubuntu-ს შემქმნელი განაცხადა, რომ ისინი ოფიციალურად დაეხმარებიან ჩინეთის მთავრობას შეიქმნას ახალი Ubuntu-ზე დაფუძნებული საოპერაციო სისტემა ადგილობრივი მომხმარებლებისათვის. Canonical-ის ბლოგის ჩანაწერში მათ ახსენეს Ubuntu Kylin რომელიც ჯერ-ჯერობით არის
ოპ. სისტემის ისეთი ვერსია, რომლის განსხვავებაც მხოლოდ ჩინური ენის პაკეტებშია.

თუმცა მომავალში დაგეგმილია ლოკალიცაზიის და ჩინურ ბაზარზე ადაპტირებული აპლიკაციების გარდა უფრო მეტი ცვლილების შეტანაც. 13.04 ვერსიაში, ჩინური კლავიატურისა და კალენდრის მხარდაჭერა იქნება განხორციელებული, იქნება ახალი ამინდის ინდიკატორი და მომხამრებლებს შეეძლებათ ადგილობრივი ყველაზე პოპულარული მუსიკალურ სერვისებზე ძიება პირდაპირ სისტემიდან.

როგორც ბლოგში ამბობენ მომავალში ეს რი იქნება მხოლოდ ერთ-ერთი დერივატივი, გეგმაშია Ubuntu-ს განსხვავებული და სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსიის გამოშვება. როგორც Kubuntu ან Xubuntu, Ubuntu Kylin იქნება განვითრების ბირთვისგან დამოუკიდებელი პროექტი.

მომავალ ვერსიებში იქნება ინტეგრაცია Baidu Maps, ლიდერ ინტერნეტ მაღაზიასთან Taobao, ჩინურ საბანკო სისტემასთან და ფრენებისა და მატარებლების განრიგის სისტემებთან. Ubuntu Kylin-ის ჯგუფი თანამშრომლობს WPS-თან რომელიც არის ჩინეთში ძალიან პოპულარული საოფისე პაკეტის ავტორი და ძალიან მალე ამ კომპანიის მიერ წარმოებულ საოფისე პროდუქტებს ვიხილავთ Ubuntu-ს სხვა ვერსიებშიც.

ეს ძალიან დიდი ნაბიჯია Canonical-თვის და Ubuntu-თვის, და ასევე ძალიან დიდი ბონუსი იქნება Linux-თვის, რადგანაც ჩინეთი უაზარმაზარი სივრცეა ღია პლატფორმის განვითარებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.