სანამ Google ახალი Android ნოუთბუქის გამოშვებაზე ფიქრობს, ბრიტანულმა მწარმოებელმა Ergo Electronics წარმოადგინა მინიატურული ნეტბუქი GoNote Mini, რომელიც Android 4.0 ICS საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს.
მოწყობილობა პოზიციონირდება პირველ რიგში, როგორც პირველი კომპიუტერი თქვენი ბავშვისთვის, რომელიც პირველ რიგში იქნება სათამაშო და სრულფასოვანი დამხმარე სწავლებაში. ამიტომაც ამ მოწყობილობის ფასი 99 ფუნტით განისაზღვრა, როცა მისი მონაცემები არც ისე დაბალია. მოწყობილობის მართვა შესაძლებელია სენსორული ეკრანის, კლავიატურის, ტრეკპედის და USB პორტზე მიერთებული თაგვის საშუალებითაც.
GoNote Mini შესრულებულია პლასტმასის კორპუსში შავი ან თეთრი ფერის მოდელების სახით. მას Allwinner A10 პროცესორი ამუშავებს სიხშირეზე 1.2 გიგაჰერცით და გრაფიკული აჩქარებით, რომელიც Full HD ვიდეოს უშვებს. მოწყობილობას 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 4 გიგაბაიტი ფაილური სივრცე აქვს (რომლის გაფართოებაც microSD ოფციით 32 გიგაბაიტამდეა შესაძლებელი) ასევე არის 3000 მილიამპერიანი აკუმულატორი.
მოწყობილობას საკმაოდ მარტივი ეკრანი აქვს – 7 დიუმიანი მოცულობითი LED მატრიცა გარჩევადობით 800×480 პიქსელი. ამის გარდა HDMI კაბელით ნეტბუქი შეიძლება მიუერთოთ ნებისმიერ ტელევიზორს ან მონიტორს.
დამატებით აღსანიშნავია Wi-Fi 802.11 b/g/n და ორი კამერა – ფრონტალური 0.3 მეგაპისელით და მთავარი 2 MP. არის 2 დინამიკი და 3.5 მმ. აუდიო ფოსო. მოყობილობის გაბარიტებიცა 200 x 119 x 23 მმ და იწონის 660 გრამს.

