WebKit დღეისათვის არის ის რაც აერთიანებს თანამედროვე web ტექნოლოგიებს. მისი რენდერინგის ძრავაზე მუშაობს Apple-ის Safari  და Google Chrome, ასევე უამრავი მობილური ბრაუზერი. ახლა უკვე ამ ერთიანობას ჩრდილი მიადგა კომპანია Google-ის მხრიდან. რადგანაც ის იყენებს Chromium-ის მრავალამოცანიან მიდგომას მათ გადაწყვიტეს შეექმნათ უფრო მარტივი ფორკი Blink.

ახალი ძრავაც იგივე WebKit იქნება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ Google მოაშორებს იქიდან არასაჭირო კოდს და გააუმჯობესებს პლატფორმებისთვის ოპტიმიზაციას. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Chrome და Chrome OS აწი ამ ძრავაზე იმუშავებენ მომავალში. რა თქმა უნდა ის დრო ძალიან შორს არის, როცა სხვა და სხვა ძრავები იმდენად იყვნენ განსხვავებულნი, რომ დეველოერებს ძალიან დიდი თავის ტკივილს უჩენდნენ, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, როცა კიდევ ერთი განსხვავებული ძრავის მხარდაჭერა იქნება გასათვალისწინებელი.

წყარო: Chromium Blog

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.