ალბათ ყველას გახსოვთ iGoogle, რომელიც იდეალური სასტარტო გვერდი უნდა გამხდარიყო ჩვენი ბრაუზერებისთვის სადაც მოთავსებული იყო მომხმარებლისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ვიჯეტების სახით. რა თმქ უნდა ამით სარგებლობა თითქმის არავინ არ მოისურვა, მაგრამ როგორც ჩანს Google აპირებს თავისი წარუმატებელი მცდელობა Google Now-ის ბრაუზერული ვერსიით შეცვალოს.
ამის დასტურად გამოდგება საიტზე აღმოჩენილი Chrome-ის გაფართოება და კოდის რამდენიმე სტრიქონი. კოში აღმოჩნდა შემდეგი ტექსტი “დაიწყეთ Google Now-თი სარგებლობა. მხოლოდ საჭირო ინფორმაცია საჭირო დროს” ახლა Google Now უკვე ხელმისაწვდომია Android 4.2 ოპერაციული სისტემის განუყოფელი ნაწილის სახით.
ამ სერვისის საშუალებით ადვილია საჭირო ინფორმაციის მოპოვება სპეციალური მოთხოვნის შექმნის გარეშე. მაგ. თუ სერვისი ხედავს, რომ ადამიან გარკვეულ დროს მგზავრობს ავტობუსით სახლიდან სამსახურისაკენ, გაჩერებასთან მისვლისას ის ავტობუსების განრიგს შემოგთავაზებთ. მინდა აღვნიშნო ჩემი გამოცდილებაც, როცა Amazon-ზე მორიგი შესყიდვა გავაკეთე Google Now-ში ავტომატურად გამოჩნდა ჩემი ამანათის თრეკინგ კოდი და მისი მიმდინარე ადგილმდებარეობა, რაც ძალიან მესიამოვნა. ამის გარდა Google Now მაწვდის ინფორმაციას ამიდნის გრძელვადიანი პროგნოზის შესახებ, ჩემთვის საინტერესო კომპანიების აქციების ღირებულებისა და ჩემს გარშემო არსებული საინტერესო ობიექტების შესახებ.

