Mirror API-ის გამოშვებასთან ერთად Google-მა გამოაქვეყნა მისი უახლესი პროდუქტის Google Glass-ის ტექნიკური სპეციფიკაციები. მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ფუნქციონალური შესაძლებლობები და გაურკვეველი იყო მისი აპარატული შესაძლებლობები. მოდით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს თავის კლასში პირველი მოყობილობა:

მისი ეკრანის გარჩევადობა არის 640×360 რომელიც Google-ს თუ დავუჯერებთ ექვივალენტურია 25 დიუმიანი მაღალი გარჩევადობის ეკრანისა რომელიც 2.4 მეტრითაა დაშორებული თვალიდან. ასევე მას აქვს 5 – მეგაპიქსელიანი კამერა 720p ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით. ჩვენი ხმა მოწყობილობას ძვლებით ხმის გადაცემის რთული სისტემის გავლით ესმის. მოწყობილობას აქვს 16 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება საიდანაც 12 გიგაბაიტი თავისუფალია მომხმარებლისთვის, თუმცა არის Google-ის ღრუბლოვან საცავთან კავშირის საშუალებაც. Glass-ს ექნება შეცვლადი ცხვირის ბალიშები და ჩარჩო რომელიც ნებისმიერ სახეს მოერგება.

როგორც Google ამბობს აკუმულატორის ტევადობა საშუალებას იძლევა მოწყობილობით მთელი დღე ვისარგებლოთ, თუმცა ვიდეოს ჩაწერა და Hangout-ები საგრძნობ გავლენას მოახდენს მოწყობილობის ენერგომოხმარებაზე. აპარატი microUSB კონექტორით იმუხტება და რჩევის სახით Google ამბობს, რომ ჯობია კომპლკექტაციაში არსებული კაბელი გამოიყენოთ, რომ მოწყობილობას არ მიადგეს გაუთვალისწინებელი ზიანი.

რაც შეეხება კომუნიკაციებს აქ ყველაფერი რიგზეა და მას აქვს 802.11 b/g WiFi მოდული და ის თავსებადია ნებისმიერ Bluetooth-ით აღჭურვილ ტელეფონთან. პროგრამული უზრუნველყოფა რა თქმა უნდა Android 4.0.3-ია. ნახსენებია აპლიკაცია MyGlass რომელიც Android სმარტფონებზე ყენდება და GPS-ისა და SMS-ის მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.