Search

Google-მა განაახლა Gmail-ის ინბოქსი ჩანართებით მობილურსა და სამაგიდო ვერსიებში

ყველაზე მნიშვნელოვანი საფოსტო ყუთში წერილების ორგანიზებაა და ამ საქმეში Google-მა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ დააანონსა, რომ ის მალე ახალ ჩანართებიან ლეიაუთს შემოგვთავაზებს Gmail-ის მობილურსა და სამაგიდო ვერსიაში. რედიზაინის შედეგად თქვენ შეძლებთ ხუთამდე ჩანართის დამატებას სადაც წერილების გადატანას ჩვეულებრივად გადაჩოჩებით შეძლებთ, ასევე შეძლებთ მიუთითოთ რესპოდენტები და ვარსკვლავის ანთებით გადაიტანთ მთავარ ინბოქსში შერჩეულ წერილებს.