ფიზიკის მასწავლებელი ენდრიუ ვანდენ ჰოიველი დიდი ხანი ოცნებობდა CERN-ში წასვლაზე, რომ იქ ენახე დიდი ადრონული კოლაიდერი. Google Glass-თან ერთად მისმა გამგაზვრებამ უფრო დიდი აზრი შეიძინა, რამდენადაც მისი ყოველი ნაბიჯი მან თავის მოსწავლეებს რეალურ დროიში გადასცა მიჩიგანში.
თებერვალში ვანდენ ჰოიველი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც შერჩეულ იქნა Google Glass Explorer პროგრამისათვის, რომელიც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო სათვალეების ტესტირება მანამ სანამ ის გაყიდვაში გამოჩნდებოდა. ვანდენ ჰოიველმა სათვალე მისი ჟენევაში გამგაზვრებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და მისი თქმით მოწყობილობაში საკაოდ სწრაფად გაერკვა.
ვიდეოში, რომელიც პოსტის ბოლოშია განთავსებული, ნაჩვენებია, თუ როგორ გაიარა ველოსიპედით 27 კილომეტრიანი დიდი ადრონული კოლაიდერის გვირაბი – უფრო მეტმა ადამიანმა დაიპყრო ევერესტი ვიდრე ამ გვირაბში ქინება ნამყოფი და ამავდროულად მისი მოსწავლეები ამ ყველაფერს ოკეანის მიღმა აკვირდებოდნენ.
“ზედმეტია საუბარი, რომ მე პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც გაკვეთილი დიდი ადრონული კოლაიდერის შიგნიდან ჩაატარა” წერს ვანდენ ჰოიველი თავის ბლოგში “დავინახე რა მხოლოდ მცირე ნაწილი მთელი ციკლისა, მე გაოცებული დავრჩი ამ ყველაფრის მასშტაბურობით. ის ფაქტი, რომ მე შემეძლო ამ ყველაფრი გაზიარება რეალურ დროში უბრალოდ წარმოუდგენლად მაგარია”
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=yRrdeFh5-io[/youtube]
წყარო: Mashable