გუშინ, როგორც წინასწარ იყო ცნობილი კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში, მოსკონე ვესტში გაიხსნა Google-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენიცა. ღინისძიების პირველი დღე რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის მიმართვით დაიწყო, დაანონსებულ იქნა კომპანიის სერვისების განახლება და შეაჯამეს ასევე უკვე მიღწეული შედეგები. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო უმნიშვნელოვანეს სიახლეებზე, რაც მიმართვისას გაჟღერდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ რაც იქნა წარმოდგენილი ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერეო იყო.
დღეისათვის Android-ის 900 მილიონი აქტივაცია და 48 მილიარდი აპლიკაციის ინსტალაციაა განხორციელებული !
ტრადიციულად Android განყოფილება სტატისტიკის წარმოდგენით დაიწყო, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, რადგანაც 900 მილიონი მართლაც დიდი რიცხვია და ის დიდი ნახტომია გასულ წელს დაფიქსირებულ 400 მილიონ აქტივაციასთან შედარებით. ამის გარდა Google-მა თქვა რომ 48 მილიარდი აპლიკაციის ინსტალაცია დაფიქსირდა მიმდინარე დროისთვის და მხოლოდ ბოლო თვეს ეს რაოდენობა 2.8 მილიარდს შეადგენდა, შესაბამისად გაიზარდა შემოსავალიც და ის 2.5-ჯერ გაიზარდა ვიდრე ერთი წლის წინ იყო. თუ შევადარებთ Apple-ის მონაცემებს კომპანიამ iOS-ის არსებობის ისტორიაში დღეს მიაღწია 50 მილიარდი აპლიკაციის ინსტალაციას.
გადავინაცვლოთ Chrome-კენ, რომელიც 750 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მოიცავს და ეს მხოლოდ სამაგიდო კომპიუტერი არა არის, აქ არის ტელეფონები და პლანშეტებიც. 450 მილიონი მომხმარებელიდან რომელიც Chrome-ს შარშან ამ დროს ყავდა შეემატა 300 მილიონი ბოლო 12 თვის განმავლობაში.
Google Play სათამაშო სერვისები Android, iOS და ვებ-პლატფორმებზე უკვე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი !
Google Play-ს თამაშების დეველოპერებისთვის და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი განახლებები დაანონსდა: რეალურ-დროში მრავალმომხმარებლიანი თამაშები, ლიდერბორდები, ღრუბელში შენახვა და მიღწევები. და არა მხოლოდ ეს – ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება Android, iOS და ვებ პლატფორმებზე. ამ ყველაფერს Google Play Game Services დაერქვა და ხელმისაწვდომია დღეიდანვე. Apple-ის Game Center აპლიკაციისგან განსხვავებით ეს არის სერვერული სერვისი და არა აპლიკაცია, რომელიც უნდა დავაყენოთ მოწყობილობაზე. სერვისი გამოიყენებს Google+ აუტენტიფიკაციას და გამოიყენებს მომხამრებლის ინფორმაციას შესაბამისი ფუნქციონალისთვის. შენახული თამაშის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაზე სადაც იგივე Googe-ის ანგარიში იქნება გააქტიურებული, რაც სერვისს ძალიან მოხერხებულს და ფუნქციონალურს ხდის.
Google Cloud Messaging – უკვე Google Play სერვისების-ის ნაწილი გახდა !
დეველოპერებს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შესთავაზეს და ეს არის Cloud Messaging – რომელიც არის push შეტყობინებების სისტემა, რომელიც გასულ წელს გაეშვა და ახლა უკვე Google Play Services-ის ნაწილი გახდა. სერვისი სამი ახალი ფუნქციით განახლდა და მას შეუძლია “უწყვეტი კავშირის” რეჟიმში მუშაობა რაც შეტყობინებების დაყოვნების დროს საგრძნობლად ამცირებს, შესაძლებელი ხდება შეტყობინებების უკუ-გადაცემაც, რომელიც აპლიკაციებიდან ინფორმაციას სერვერებს მიაწვდის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოწყობილობებს შრის ცენტრალიზებული სინქრონიზაციისთვის. Google-მა აღნიშნა, რომ ეს სერვისები ინტეგრირებული იქნება Chrome და Chrome OS-ის ყველა ვერსიაში.
წარმოადგინეს ახალი Maps: Location API-ები , Activity Recognition Geofencing და დაბალი ენერგომოხმარების მქონე ადგილმდებარეობის სერვისები !
რუქები ერთ ერთი ყველაზე საჭირო და მოხმარებადი პროდუქტია Android პლატფორმაზე და დღეს მაუნთინ ვიუმ წარმოადგინა სამი ახალი ადგილმდებარეობის სერვისის API რომელიც დეველოპერებს მისცემს უფრო დახვეწილი და სწრაფი აპლიკაციები შექმნან. Fused Location Provider არის პირველი API, რომელიც უფრო სწრაფი და აკურატული იქნება და ამასთანავე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე მანამდე. მოხმარებული ენერგია იქნება აკუმულატორის მუხტის 1 პროცენტზე ნაკლები. მეორე არის Geofencing რომელიც პროგრამისტებს საშუალებას მისცემს 100 ადგილმდებარეობაზე დამოკიდებული პროგრამული გადამრთველი გამოიყენონ აპლიკაციის მოქმედებებისათვის. მესამე არის Activity Recognition რომელიც აქსელერომეტრსა და მანქანურ თვითშესწავლას გამოყენებს, იმისთვის, რომ დაადგინოს თუ როდის მოძრაობთ ფეხით, ველოსიპედით ან ავტომობილით.
წარმოდგენილია Android Studio რომელიც იქნება ახალი IDE დეველოპერებისთვის!
კონფერენციის გახსნაზე დღეს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი წარმოადგინეს დეველოპერებისთვის, რომელიც Android Studio-ს სახელით გამოვიდა. Android Studio წარმოადგენს ინტეგრირებული დეველოპერულ გარემოს აპლიკაციების შესაქმნელად. ის IntelliJ IDEA Community Edition-ის ბაზაზეა შექმნილი და მუშაობს როგორც WYSISYG რედაქტორი აპლიკაციების შექმნისათვის, რომელიც ცვლილებების შეტანისას ავტომატურად გვაჩვენებს მათ შედეგებს რეალურ დროში, რაც პროდუქტიულობას ამაღლებს და საშუალებას იძლევა შეიქმნას უფრო ლამაზი და დახვეწილი აპლიკაციები. წარმოდგენილ იქნა ახალი Developer Console სადაც პროგრამისტები მიიღებენ ოპტიმიზაციის რჩევებს, შემოსავლების ანალიზს, ბეტა-ტესტირების კონტროლს და მოხმარების მონაცემებს Analytics-სერვისიდან.
All Access მუსიკის სტრიმინგის სერვისი ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე 9.99 $ თვეში !
ჭორები გამართლდა და I/O-ზე წარმოადგინეს მუსიკის სტრიმენიგს სერვისი, რომელიც დღესვე გაეშვა. Google Play Music All Access სერვისი არის პროდუქტი, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდუალურ რეკომენდაციებზე Explore ფუნქციონალის საშუალებით. როგორც Spotify და სხვა სერვისები მას აქვს რადიო სადგურის ფუნქციაც როცა გარკვეულ კომპოზიციას უსმეთ და თქვენ საშუალება გეძლვათ მართოთ ფლეილისტი. ასვე იქნება სერვისი Listen Now, რომელიც შემოგთავაზებთ ახალ რელიზებს თქვენი გემოვნების მიხედვით.
სერვისი ფასიანი იქნება და ყოველთვიურად 9.99 $ ეღირება შეერთებულ შტატებში, ყველა მომხმარებელი მიიღებს 30-დღიან საცდელ მაუწყებლობას.
Samsung Galaxy S4: რომელზეც Google-ის ხელუხლებელი Android საოპერაციო სისტემა აყენია !
ეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ანდროიდის მოყვარულებისათვის. Samsung-ის ფლაგმანური სმარტფონის, რომელიც ასევე ყველაზე სწრაფი და წარმადი მოწყობილობაა ბაზარზე, Google-ის ვერსია გამოვა Android Jelly Bean საოპერაციო სისტემით. ეს მოწყობილობა თავისთავად არის სრულად განბლოკილი და შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ ქსელში, ასევე აქვს LTE ქსელების მხარდაჭერა, 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და რა თამა უნდა სისტემურ განახლებებს მიიღებს ისევე, როგორც სხვა Nexus მოწყობილობების Google-გან. მოწყობილობა Google Play-ში იქნება ხელმისაწვდომი 649$ 26 ივნისიდან.
Google+ ახალი ინტერფეისი მრავალკოლინიანი ბარათების დიზაინზე გადადის!
Google+-ის სათაო გვერდი ახლა უკვე სამი კოლონისგან შედგება და ერგებვა ნებისმიერი ზომის ეკრანს. პოსტები და ფოტოები ინდივიდუალურ ბარათებში გამოჩნდება, სოციალური ქსელი ინტელექტუალურად შეისწავლის კონტენტს და ავტომატურად მოგაწოდებთ მსგავს ჰეშტეგებს. კოლონების რაოდენობა ავტომატურად შეიცვლება ეკრანის გარჩევადობის მიხედვით და ბარათების შემობრუნების ფუნქციაც ექნება აღჭურვილი რედაქტირების საშუალებებით.
ახალი Google+ Hangouts – მესიჯინგის პლატფორმა და მობილური აპლიკაციები !
ჭორები ამ შემთხვევაშიც გამართლდა და Google-ის გაერთიანებული მესიჯინგის პლატფორმა რომელიც Babel-ის სახელით მოიხსენიებოდა გამოვიდა, როგორც Hangouts, ახალი მობილური აპლიკაციით. ეს აპლიკაცია Android, Chrome, Gmail და iOS სისტემებში არის ინტეგრირებული. შესაძლებელი იქნება ფოტოების და ვიდეოების გაგზავნა, ასევე ჯგუფური ვიდეო კონფერენციების მოწყობა. ტექსტურ შეტყობინებებს ექნება ნიშნები იმისთვის რომ გამოჩნდეს თუ ვინ კითხულობს და ვინ წერს მიმდინარე მომენტში. Chrome-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გადმოწერონ სპეციალური გაფართოება, Gmail-ში უბრალოდ დაეთანხმეთ შემოთავაზებას ხოლო Android-ზე ჯერ-ჯერობით ყველა მოწყობილობა არ არის მხარდაჭერილი, რაც რამდენიმე დღეში გამოსწორდება.
G+ ფოტოების ავტომატური გაუმჯობესება და დამატებითი რედაქტირების ინსტრუმენტები !
G+ ფოტოებისთვის კომპანიამ წარმოადგინა ფოტოების რედაქტირების ახალი ინსტრუმენტები რომელიც Auto Enhance და Highlights-ის სახელით გახდა ცნობილი. Auto Enhance არის ინსტრუმენტი, რომელიც შემდეგი ტიპის ტექნიკას იყენებს ფოტოების გაუმჯობესებისათვის: ექსპოზიცია, კანის შერბილება, წითელი თვალის მოშორება, ხმაურის შემცირება დაბალი განათებისას. დამატებით არის საინტერესო ინსტრუმენტებიც როგორიცაა კოლაჟი, HDR, პანორამა და სმაილი. Motion აკეთებს GIF ანიმაციას, როცა აღმოაჩენს სურათბის სერიას გადაღებულს ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. რა თქმა უნდა ნუ შეგეშინდებათ, თქვენ ყოველთვის შეძლებთ ხელუხლებელ ორიგინალზე გადართვას.
Highlights უმთავრესად იმსათვის არის რომ ალბომიდან ავტომატურად ამოარჩიოს საუკეთესო ფოტეობი და შექმნას ახალი ალბომი. ეს იმას ნიშნვს, რომ ის ავტომატურად იპოვის დუბლიკატებს და გადღაბნილ სურათებს, ფოტოებში მოძებნის გაღიმებულ სახეებს და საუკეთესო ექსპოზიციებს. ჩამოთვლილი ფუნქციები უკვე აქტიურია Google+ ფოტოების განყოფილებაში და ელოდება თუ როდის ატვირთავთ ახალ ფოტოებს უკვე განახლებულ საცავში, რომელიც 15 გიგაბაიტი გახდა უფასო მომხმარებლებისათვის.
ასევე მინდა თქვენი ყურადღება თვით Keynote-ზე შევაჩერო, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა YouTube-ს საშუალებით და ვინც ვერ მოახერხეთ მისი ნახვა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოჩანაწერი:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=9pmPa_KxsAM[/youtube]
ამით Google I/O-ს განხილვა არ დამთავრებულა და ამ რამდენიმე დღის განმავლობაში თვალყური ადევნეთ ჩვენს ბლოგს სადაც გამოქვეყნდება ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეების დეტალური განხილვები და სხვა სიახლეები, რომლებიც Google-ის დეველოპერების კონფერენციიდან იქნება ხელმისაწვდომი.