გასულ თვეში, Google-მა წარმატებით გაუშვა Google Keep სერვისი, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ მოკლე ჩანაწერები და todo სიები თქვენი Android მოწყობილობისა და ვებ-ბრაუზერის საშუალებით. დღეს უკვე კომპანიამ თავისი ბრაუზერის ბლოგში ჩანაწერი გამოაქვეყნა სადაც წარმოადგინა Chrome აპლიკაცია, რომელიც Keep-ით სარგებლობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის სამაგიდო და ლეპტოპ კომპიუტერებისთვის.

Google Keep-ის Chrome აპლიკაცია საკუთარ ფანჯარაში მუშაობს, სადაც შეგიძლიათ ჩანაწერების შექმნა, todo სიების შედგენა და დავალებებზე ფოტოების მიმაგრება. და თუთქვენ არა გაქვთ ინტერნეტთან შეერთება Chrome აპლიკაციას ოფლაინ რეჟიმშიც შეუძლია მუშაობა და პირველივე ინტერნეტთან შეერთების შესაძლებლობისას ავტომატურად ატვირთავს სერვერზე.

რა თქმა უნდა აპლიკაცია ხელმისაწვდომია Chrome Web Store-ში მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირდაპირი ბმულის სახით

https://chrome.google.com/webstore/detail/google-keep/hmjkmjkepdijhoojdojkdfohbdgmmhki

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.