ყველაზე მნიშვნელოვანი საფოსტო ყუთში წერილების ორგანიზებაა და ამ საქმეში Google-მა კიდევ ერთი ინოვაციური ნაბიჯი გადადგა. კომპანიამ დააანონსა, რომ ის მალე ახალ ჩანართებიან ლეიაუთს შემოგვთავაზებს Gmail-ის მობილურსა და სამაგიდო ვერსიაში. რედიზაინის შედეგად თქვენ შეძლებთ ხუთამდე ჩანართის დამატებას სადაც წერილების გადატანას ჩვეულებრივად გადაჩოჩებით შეძლებთ, ასევე შეძლებთ მიუთითოთ რესპოდენტები და ვარსკვლავის ანთებით გადაიტანთ მთავარ ინბოქსში შერჩეულ წერილებს.
განახლება სამაგიდო, Android და iOS ვერსიებს შეეხება და შემდეგ კვირებში გამოვა, მანამდე კი მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლი სადაც Google გვაჩვენებს თუ როგორ გამოიყურება მისი ახალი ინბოქსი
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=CFf7dlewJus[/youtube]