როგორც ჩანს კომპანია Google მიღწეულით არასდროს არ კმაყოფილდება და ახლა უკვე მისი ღღუბლოვანი საცავის და ონლაინ საოფისე პაკეტის ფუნქციონალის განახლების დროც მოვიდა. იმისათვის, რომ უფრო მოსახერხებელი და პოპულარული გახადოს თავისი სერვისი მათ Save to Drive ღილაკის კოდი გამოაქვეყნეს.
კონკურენტებთან კატა-თაგვობანას თამაში უკვე ვებ-დეველოპერების მხარდაჭერის მიმართულებით განვითარდა. Save to Drive ღილაკი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მხარდაჭერილი საიტიდან ნებისმიერი დოკუმენტი ან ფაილი საკუთარ Google Drive-ში შეინახოს. იმასათვის, რომ ნებისმიერი საიტის ვებ-მასტერმა ეს ფუნქციონალი თავის საიტზე განახორციელოს საჭიროა HTML კოდის რამდენიმე სტრიქონი და JavaScript API რომლითაც ადმინისტრატორს შეუძლია ღილაკის ფუნქციოონალის კონტროლი. დამატებითი ინფორმაცია დეველოპერებისათვის ხელმისაწვდომია Google Developers პორტალზე.