Search

Google მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს VP9 კოდეკზე გადასვლა

კომპიუტერულმა ინდუსტრიამ ჯერ ვერც მოასწრო VP8 კოდეკის ათვისება, როცა Google ახალ VP9 კოდეკზე გადასვლას მოუწოდებს დეველოპერებს და კომპანიებს. YouTube-ზე გაიხსნა არხი სადაც VP9 კოდეკით შეკუმშული ვიდეო რგოლებია განთავსებული. ამ ვიდეოების სანახავად საჭიროა Chrome 28 Dev და პარამეტრებში შესაბამისი ალამის მოხსნა.

კოდეკის საბოლოო ვერსიას და სპეციფიკაციებს 19 ივნისს წარმოადგენენ, უკვე 24 ივნისს ამ კოდეკის მხარდაჭერა ოფიციალურად იქნება ჩართული Chrome 29 Dev ვერსიაში.

ბაზარზე დომინანტური H.264 პროპრიეტარული ვიდეო კოდეკისგან განსხვავებით VP9 ღიაა და არ საჭიროებს სალიცენზიო გადასახადებს მისი მოხმარებისათვის. Google-ის აზრით H.264-ის ფინანსური პირობები და H.265 მიუღებელია სტარტაპებისთვის, დეველოპერებისვის, სკოლებისთვის და სხვა მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ გახსნან საკუთარი ვიდეო პროექტი: “ჩვენ გვინდა გარანტირებული გავხადოთ, რომ მათ არ მოუწიოთ 5-6 მილიონის გადახდა მარგულირებელი კომპანიებისათვის” – თქვა მეტ ფროსთმა, რომელიც არის  Chrome Media ჯგუფის უფროსი მენეჯერი კონფერენციაზე Googe I/O.

ასევე Google I/O-ზე Google-ის ინჟინრებმა ამწყვეს დემონსტრაცია ვიდეო-რგოლისა რომელიც 50%-ით ნაკლებია ზომაში ვიდრე H.264 და ეკრანზე იგივე ხარსხით გამოიყურება. Google ძალიან ბევრი ფულის ეკონომიას გააკეთებს იმით, რომ ორჯერ შეამცირებს ტრაფიკს YouTube-დან თუნდაც მხოლოდ Chrome-ის მომხმარებლებით.

ამავდროულად ძალიან მალე გამოვა პროპრიეტარული H.265, რომელიც ორჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე H.264 და საშუალებას იძლევა 4K ვიდეო 20-30 მეგაბიტი/წმ შეერთებით დაატრანსლიროს.

ვიდეოს შეკუმშვის ხარისხი უმჯობესდება ყოველ 6-8 წელიწადში ახალი კოდეკების ხარჯზე და აქ გასაკვირი არაფერი არ არის.

იანვარში H.265 სტანდარტის სამუშაო ვარიანტი გამოქვეყნდა და მწვანე შუქი მიეცა ITU-ს მიერ, ხოლო 12-18 თვის შემდეგ გამოვა პირველი მოწყობილობები მათი მხარდაჭერით.

Google-ის დეველოპერები ამბობენ, რომ H.265 VP9-ს მხოლოდ შეკუმშვის დონით ჯობს საშუალოდ 1%-ზე მაგრამ ზოგიერთ ვიდეორგოლებში VP9 უკეთესად ართმეს თავს შეკუმშვას. ხარისხზე ტესტი ძალიან სუბიექტურია თუმცა საქმე ეფექტურობაში არ არის. VP9-ის მთავარი უპირატესობა სალიცენზიო სისუფთავეა და გადასახადების სრული არარსებობაა.