Intel-მა ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა, რომ მისი ახალი Haswell ჩიპი აკუმულატორისგან მუშაობის დროს 50 პროცენტით გაზრდის. Intel-ის არქიტექტურის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა რანი ბორკარმა თქვა, რომ Haswell-ზე აწყობილი ლეპტოპები იმუშავებენ ორჯერ მეტ ხანს და 20-ჯერ უფრო მეტს standby ან idle რეჟიმში. ეს ყველაფერი წარმადობის დაკარგვის გარეშე მოხდება.
დაანონსებული რიცხვები დიდი ნახტომია ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რაც უფრო ნაკლებ ენერგომოხმარებას და ახალი თაობის ენერგიის მართვის ჩიპს ნიშნავს ენერგიის მოხმარების ეფექტური ალგორითმებით. რა თქმა უნდა ჩვენ მოგვიწევს ლოდინი მანამ სანამ დაანონსებული ტექნოლოგიები რეალურ სამყაროში გამოჩნდება და სამომხმარებლო მოწყობილობები აღიჭურვება Intel-ის უახლესი ჩიპებით. ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება Intel-ის ახალი ჩიპის შესაძლებლობები და კარს არის მომდგარი ახალი თაობის აკუმულატორებიც, რომლებიც უფრო სწრაფად იმუხტება და მეტი მუხტის ტევადობა აქვთ. წარმოიდგინეთ ორივე ტექნოლოგიის განვითარების ერთდროული ეფექტი, რამდენად ავტონომიურს გახდის მობილურ კომპიუტინგს.

