Android ვერსიის გამოსვლიდან არც ისე დიდი ხანია გასული და Opera 15-ის რელიზიც შედგა სამაგიდე კომპიუტერებისათვის, რომელიც Blink ძრავის საფუძველზეა აშენებული. მისი სახელი Opera 15 იმიტომ არის, რომ საფუძვლად Chromium 28 უდევს (Opera 14 – Chrome 26). მოდით ნუ გავყვებით ნუმერაციის ლოგიკას, რომელიც მალე აზრს დაკარგავს, რადგანაც ძალიან ხშირი იქნება ბრაუზერის განახლებები. ასე რომ მისი ფუნქციონალის განხილვას შევუდგეთ.
ეს ანაწყობი სტაბილურია, თუმცა ჯერ არც ფინალური და არც RC. ეს არის წინასწარი რელიზი და მზად არის მხოლოდ Windows და OS X პლატფორმებისთვის. Windows 8 და Linux ვერსიები მალე იქნება, მაგრამ თუნდაც ახლა არის ისეთი განახლებები რისი აღნიშვნაც აუცილებლად მიმაჩნია.
პირველ რიგში თვალში მომხვდა გამარტივებული ინტერფეისი, რომელიც პლატფორმაშია ინტეგრირებული. ბრაუზერი საოპერაციო სისტემის დიზაინიდან მკვეთრად არ განსხვავდება. როგორ Android-ის Opera 14-ში არ არის სანიშნეები და ის ახალი ექსპრეს პანელით არის ჩანაცვლებული, რომელიც ვიზუალურად და უფრო მარტივად იძლევა წვდომას საყვარელ საიტებზე. შესაძლებელია უჯრების ერთმანეთზე გადატანით დაჯგუფება და ფოლდერისთვის სახელის შეცვლაც არის შესაძლებელი.
იმისათვის, რომ დაამატოთ გვერდი ექსპრეს პანელში უბრალო დააჭირეთ დიდ პლიუსს. იგივეს გაკეთება შეიძლება პირდაპირ გვერდზეც სადაც უბრალოდ უნდა დააჭიროთ ექსპერეს პანელის იკონას მისამართის ზოლში, რომელიც აენთება რაც გვერდის დამატების ინდიკატორია.
თუ ძალიან ბევრი უჯრა დაგიგროვდათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ საძიებო პანელითაც მარჯვნივ ზევით, სადაც აკრეფისას უკვე გამოჩნდება საინტერესო ბმული.
ახალი ფუნქციაა ზარდახშაც, რომელიც ერთგვარ კოლექციას წარმოადგენს, სადაც შეგიძლიათ მოგვიანებით წასაკითხი გვერები შეინახოთ. მისამართის ზოლში გულზე დაჭერით თქვენ შეინახავთ ნებისმიერ გვარდს ზარდახშაში და მოუბრუნდებით, როცა მოიცლით. ზარდახშაში შესვლა ექსპრეს პანელიდან ან მისამართის ზოლის მარცხნივ იკონაზე დაჭერით არის შესაძლებელი.
გვერდების ზომის დასარეგულირებლად გამოიყენეთ გვერდზე განთავსებული ლიფტი და თუ დამახსოვრებული გვერდების დიდი რაოდენობა დაგიგროვდათ აქაც შეგიძლიათ ძიების გამოყენება.
რეკომენდაციების პანელი კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც პირველად Opera 14-ის Android ვერსიაში გამოჩნდა, რომელიც საინტერესო პოსტებს ავტომატურად შემოგთავაზებთ თქვენს მიერ შერჩეული რეგიონისა და თემატიკის შესაბამისად. გაშვების დროისთვის უკვე არის 13 კატეგორია 32 ენაზე.
შეკუმშვის რეჟიმი აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მობილური მოწყობილობა შეზღუდული ტრაფიკით. შესაძლოა თქვენი ნოუთბუქი მობილური ინტერნეტით არის აღჭურვილი ან დაბალი სიჩქარის საზოგადო WiFi დაშვების წერტილით სარგებლობთ, ამ შემთხვევაში ეს რეჟიმი საკმაოდ გაგიმარტივებთ ბრაუზინგის პროცესს. გაითვალისწინეთ, რომ დაშიფრული (https) შეერთებები არ გადის შეკუმშვის პროტოკოლს და ჩვეულებრივ არხს მოიხმარს.
Chromium-ზე გადასვლასთან დაკავშირებით და სრულად გადაწერილი ინტერფეისის გამო დამატებითი მოდულების ინფრასტრუქტურამ ძირეული ცვლილებები განიცადა. შეწყდა ძველი ვერსიის მოდულების მხარდაჭერა და მისაღებია მხოლოდ Chromium-ის მოდულების ფორმატი. არის Chromium-ის მოდულების API-ს ნაწილობრივი მხარდაჭერა და ჩვენი საკუთარი API – ექსპრეს პანელისთვის.
მოდულების მსხვილმა მწარმოებლებმა უკვე გააკეთეს თავიანთი ვერსიები ახალი Opera-თვის და მათ შორის არის Evernote, Feedly, Disconnect, LastPass, WOT, Ghostery, AdblockPlus და cottonTracks.
ახალ ბრაუზერში არ არის საფოსტო კლიენტი M2, რადგანაც მისით არ სარგებლობს Opera-ს მომხმარებლების უმრავლესობა. ამიტომაც ის ცალკე პროდუქტის სახით გამოვიდა და დღეს უკვე შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა და დაგემოვნება.
ახალი ბრაუზერისა და საფოსტო კლიენტის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ქვევით მოყვანილი ბმულებიდან: