Google-ის მიერ დაფინანსებულმა კომპანიამ O3b Networks გასაშვებად მოამზადა პირველი დაგეგმილი 8 თანამგზავრიდან. მათი საიტის მთავარ გვერდზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ გაშვების დრომდე დარჩენილი დროის უკუთვლა. უკვე იყო საუბრები “მომავლის პროვაიდერზე”, რომელიც სწრაფ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ინტერნეტს გვპირდება პლანეტის მოსახლეობის 70%-თვის.აღნიშნული პროვაიდერი არის არხის “საბითუმო” მომწოდებელი, რომელიც შუამავლებს უზრუნველყოფს კავშირით (მაგ. მობილურ ოპერატორებს), რომლებიც გადაანაწილებენ ამას თავიანთ კლიენტებზე უკვე არსებულ ქსელებში.

არსებული პროვაიდერებისაგან განსხვავებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია თანამგზავრულ ინტერნეტს გვაწვდიან, ახალი სისტემა არ გამოიყენებს გეოსტაციონარულ ორბიტას, რომელიც 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე. ასეთი დაშორებისას ორი კომპიუტერის კავშირისთვის თანამგზავრულად საჭიროა 500 მილიწამზე მეტი, როცა O3b-ს თანამგზავრები 8062 კილომეტრზე იქნებიან და სიგნალის შეყოვნება მხოლოდ 130 მილიწამი იქნება.

ყოველ თანამგზავრს ექნება მოძრავი პარაბოლური ანტენები, რომლებიც მიიღებენ და გადასცემენ სიგნას გარკვეული 700 კმ დიამეტრის ზონიდან მიუხედავად თანამგზავრის მოძრაობის ტრაექტორიისა.
პირველი 8 თანამგზავრი საშუალებას მოგვცემს გაიმართოს 1.2 Gbps გამტარობის მქონე 70 არხი, რაც ჯამში 84 Gbps გამტარუნარიანობაა. მომავალში თანამგზავრების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.
თანამგზავრები სიგნალს მიწისზედა სადგურებს გადასცემენ, რომლებიც 45 გრადუსის ფარგლებში ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვათავსოთ ეკვატორიდან ორივე მიმართულებით.
მუშაობის ასეთი სქემა კონკურენციას გაუწევს არსებულ საკაბელო კავშირის საშუალებებს და შეამცირებს ახალი პროვაიდერებისთვის იმ ბარიერს, რაც ამ ბაზარზე შემოსასვლელად არის აუცილებელი ასევე გაზრდის სიჩქარესა და გამტარუნარიანობას უკვე არსებულ ოპერატორებს.
