Mozilla+Foxconn=პირველი Firefox OS პლანშეტი
ბევრი კომპანია, მათ შორის Sony, ZTE და რამდენიმე სხვა, დიდი ხანია აპირებენ გამოუშვან ტელეფონები Firefox OS-ის ბაზაზე. ზოგიერთი მოდელი უკვე გაყიდვაშიცაა. ახლა ზოგიერთმა ტელეფონების და პლანშეტების მწარმოებელმა Foxconn-ის ჩათვლით განაცხადეს, რომ აპირებენ გამოუშვან Firefox OS პლანშეტი, ვებ-აპლიკაციების მხარდაჭერით, რაზეც კერძოთ Firefox OS არის ორიენტირებული.
ნებისმიერი iOS მოწყობილობის გატეხვა მოდიფიცირებული დამტენით არის შესაძლებელი
უსაფრთხოების მკვლევარებმა აღმოაჩინეს iOS მოწყობილობაში პროგრამის შეყვანის მეთოდი მოდიფიცირებული დამტენის საშუალებით. George-ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი ამბობს, რომ მათ დამტენს შეუძლია არბიტრალური პროგრამის ატვირთვა iOS მოწყობილობაში ერთ წუთში რაც ის მიუერთდება მას. თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, “ყველა მომხმარებელი” არის რისკის ქვეშ, რადგანაც მეთოდს არ ჭირდება მომხმარებლის ჩარევა.