Samsung Galaxy S4 Google Edition და HTC One Google Edition ძალიან მალე გამოვა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მოწყობილობა, რომელიც მშობლიურ Android-ზე იმუშავებს, ვენდორების ჩარევის გარეშე. არანაირი Sense და TouchWiz, უკეთესი ან უარესი. რას ნიშნავს ეს? გახდება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენი შემდეგი მოწყობილობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ ექსპერტები და მომხმარებლები, რომლებსაც საკმაო გამოცდილება აქვთ ორივე არჩევანთან.

მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია სმარტფონების ინდუსტრიისთვის და მომხმარებლისთვის ქონდეს არჩევანი და ახლა უკვე შეზღუდული არ ახრთ Nexus-ის ხაზის სთოქ Android გარემო გქონდეთ. შესაძლოა სმარტფონებზე, რომლებიც მდიდარია აპარატული ფუნქციონალით წამგებიანიც იყოს მხოლოდ Google-ის ოპერაციული სისტემა. S4 დაკარგავს მისი ფუნქციონალის და ჟესტებით მართვის უმთავრეს ნაწილს, რომელიც TouchWiz-ზე არის დამოკიდებული და ONE დაკარგავს Zoes/Picture Highlight და არ ექნება კამერის ისეთი მართვა, როგორიც Sense აქვს. მე ვთვლი, რომ ეს ტელეფონები უფრო დეველოპერებზეა გათვლილი და არა მომხმარებლებზე, რომლებსაც უნდა ვანილა Android გამოცდილება. უფრო იაფად, შეგიძლიათ იყიდოთ ოპერატორზე მიბმული ტელეფონი, განბლოკოთ დარუთოთ და ჩაწეროთ AOSP / CyanogenMod ოპ. სისტემა რაც იგივე შედეგამდე მიგიყვანთ.
ბევრი მომხმარებლისთვის და მათ შორის ჩემთვის ხშირად პრობლემას წარმოადგენდა ოფიციალური TouchWiz ვერსია, რომელმაც დამტანჯა ჩემს Galaxy Note-ზე და მე ახლა მასზე CyanogenMod-ით ვსარგებლობ. რაც შეეხება Galaxy S4-ს, რომლის აპარატული მონაცემები დღეისათვის ყველაზე მძლავრია და შთამბეჭდავია მე მხიბლავს SD ბარათების სლოტი, 1080p ეკრანი, უფრო მძლავრი აკუმულატორი და იგივე მოცულობის Nexus 4 ჯერ კიდევ 500 დოლარი ღირს და ვფიქრობ, როგორ შევაგროვო 700 დოლარი S4 Nexus-ის საყიდლად.
მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? ღირს ამ მოწყობილობებზე გათვლის გაკეთება, თუ ძველებურად განბლოკვის გზით ჯობია წასვლა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს მოდელები შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მხოლოდ წარმატებული გაყიდვების შემდეგ შეიძლება ვენდორება ახალ მოდელებზეც გამოუშვან მსგავსი პარტიები. ასევე კარს არის მომდგარი Galaxy Note 3 – რომელის მიმართაც დიდი ინტერესი და მოლოდინი გამაჩნია.
მე პირადად დაველოდები Note 3-ის გამოსვლას და ვნახავ შეიცვლება თუ არა ის უკეთესობისკენ, როგორც აპარატული ასევე აწყობის ხარისხით რასაც ვერ ვიტყვი პირველსა და მეორე მოდელზე. მანამდე კი სიამოვნებით დავატესტირებ უკვე გამოსულ მოწყობილობებს, რადგანაც დარუთვა და მასზე CyanogenMod-ის დაყენება 15 წუთის საქმეა სულ რაღაც 🙂
