Motorola-ს ახალი ლოგო აქვს და ის უკეთესად გამოიყურება ვიდრე მისი წინამორბედი; მასში ახალი სიტყვებიცაა “a Google company” მას შემდეგ რაც Google-მა შეიძინა Motorola Mobility, მას შემდეგ ბევრი ხილული ცვლილება მოხდა პროდუქტების ბრენდინგში. ეს უკანასკნელი ცვლილება უკვე ახალი პროდუქტებისთვის განხორციელდა, რომლებსაც ალბათ მალე ვიხილავთ.
როგორც ჩანს Google უკვე მზად არის Motorola-ს სმარტფონების ბიზნესისთვის და მათი სრული რებრენდინგი დაიწყო. ლოგოები ყველაზე მნიშვნელოვანი და ხილული ასპექტია ბრენდის მომავლისათვის. ძალიან მშნიშვნელოვანია ლოგოს დიზაინი და ახალი ლოგო მშვენივრად გამოიყურება, ყოველი შემთხვევისათვის მე ის მომწონს.

ლოგოს შემდეგ აუცილებლად იქნება პროდუქტები და შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ Motorola X საკმაოდ მალე. თქვენ რას ფიქრობთ ახალ ლოგოზე? იქონიებს ის გავლენას კომპანიის მომავალზე თუ არა?
წყარო: TheVerge
