ბოლო პროექტი, რომელიც Google-მა წარმოადგინა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სრული სერიოზულობით კომპანია აპირებს გაუშვას ინტერნეტთან წვდომის სერვისი, რომელიც დიდი სიმაღლის საჰაერო ბურთებზე იქნება აგებული. პროექტის სახელწოდებაა “Project Loon” და ის კომპანიის კვლევების ცენტრმა შეიმუშავა, მსოფლიოს ბევრ რეგიონში ინტერნეტთან წვდომის გასაუმჯობესებლად. როგორც ოფიციალურ ბლოგშია ახსნილი, 3-დან 2 ადამიანი მსოფლიოში ჯერ კიდევ ვერ უკავშირდება ინტერნეტს საიმედო და მუდმივი არხით, რითაც პლანეტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს.
კავშირის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით, როგორიცაა სატელიტური ან საკაბელო ინტერნეტი, რომელიც ასევე საკმადო ძვირია, Project Loon იქნება დიდ სიმაღლეზე მცურავი საჰაერო ბურთებისგან შექმნილი ქსელი ფართო წვდომით.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=m96tYpEk1Ao[/youtube]
წინასწარი ტესტირების შედეგად Google-მა თქვა, რომ მას შეუძლია შექმნას ქსელი რომლის სიჩქარეც 3G ქსელების სიჩქარესთან იქნება ახლოს რაც შთამბეჭდავია, რადგანაც ბურთები ორჯერ უფრო მაღლა დაფრინავენ ვიდრე კომერციული თვითმფრინავები.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=mcw6j-QWGMo[/youtube]
საჰაერო ბურთები ბუნებრივი ჰაერის მასების მოძრაობას მიყვებიან და ელექტრონული მოწყობილობების კვებას მზის ელემენტები უზრუნველყოფენ. ტესტირებამ აჩვენა, რომ ეს მოდელი კარგად მუშაობს და პროექტის სრულ განხორციელებამდე დარჩენილი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება. უფრო მეტი ინფრომაცია იხილეთ წყარო-ბმულში და აქ განთავსებულ ვიდეო რგოლებში.
წყარო: Official Google Blog
