Ubuntu-Touch-vs.-Firefox-OSდღეისათვის მობილური მოწყობილობების საოპერაციო სისტემების ბაზარი უმთავრესად ორი ლიდერის სახით არის წარმოდგენილი: iOS და Android. Windows Phone-მა მხოლოდ მოკრძალებული წილის ათვისება შეძლო. ჰორიზონტზე უკვე ახალი პლატფორმებიც გამოჩნდა, როგორიცაა Firefox OS და Ubuntu Touch. 2013 წლის იანვარში კომპანიამ Canonical-მა გამოაცხადა თავისი ლინუქსი, როგორც მობილური მოწყობილობის მობილური პლატფორმა. უკვე ნახევარი წელი გავიდა და ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სმარტფონის შექმნისაკენ.

1_ubuntu_smartfon

Canonical-მა დაარეგისტრირა თავისი სავაჭრო ნიშანი Ubuntu Edge. როგორც ჩანს ეს იქნება მომავალი “უბუნტუფონის” სახელი. ჯერ კიდევ თებერვალში დადიოდა ხმები, რომ ოქტომბრისთვის გამოჩნდებოდა სმარტფონები Ubuntu-ს მართვის ქვეშ.

ასევე აღსანიშნავია, რომ სხვა ალტერნატიული პლატფორმა Firefox OS უკვე აღწევს გარკვეულ წარმატებებს. ის იანვარში წარმოადგინეს და ის უკვე ნაწილობრივ თავსებადია ოცამდე Android მოწყობილობასთან. მოკლე ხანებში მისი თავსებადობა ორმოც მოწყობილობამდე გაიზრდება, მათ შორის HTC One-ც მოხვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.