CyanogenMod-Blue-Android-640x385 ჩემს წინა პოსტში გაკეთებული დასკვნა გამართლდა და CyanogenMod-ის დეველოპერებმა გაგვახარეს თავიანთი ოპერატიულობით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვით. განახლების შემდეგ თქვენი სისტემის ვერსია 10.1.1 გახდება და მასში განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება დაყენდება. გაცილებით უმნიშვნელო ბაგების გამოსწორებასთან ერთად ამჯერად “Master Key”-ს უსაფრთხოების პრობლემაც მოგვარდება.

CM 10.1.1 განახლება გამოასწორებს Maste Key მოწყვლადობას, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბაგი 8219321. იგივე შეცდომას არა მხოლოდ CM10 შეიცავდა, მისი გამოსწორება საჭირო იყო CM9 და CM7 პლატფორმებისათვის, რომელთა განახლებებიც პარალელურად გამოვიდა აღნიშნულთან ერთად. სხვა განახლებები რაც CM10.1.1-ში შევიდა არის:

cm10-1-1-update

ასევე საუბარია ზოგიერთი სიაში არ შესული საერთო მოწყობილობების ბაგების გამოსწორება. განახლება გამოვიდა უმთავრესი დეველოპერული ტელეფონებისთვის, თუმცა ძალიან მოკლე ვადაში გამოვა სხვა მოწყობილობების განახლებებიც. ზოგიერთი სმარტფონისათვის არ არის CM10.1.1 განახლება და ზოგადად Nightly სტადიაში იმყოფება, თუმცა ეს არ უშლის დეველოპერებს მსგავსი პატჩი ამ პროცესშივე გამოიყენონ და მიიტანონ მოხმარებლებამდე.

წყარო: Cyanogenmod

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.