Google-Event-2მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიმომხილველი დიმიტრი გოგელია (და არა მარტო დიმიტრი) პრეზენტაციის შემდგომ ცდილობს გააუფერულოს Google-ის ახალი პროდუქტების ეფექტი და გაანელოს მათდამი ინტერესი მომხმარებლებში, მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლე მიმოხილვა იმისა თუ რამ გაუხეთქა გული ეფლისტებს და რა გვიხარია ჩვენ თავისუფალი სოფტის და უფრო თავისუფალი ჰარდის მოყვარულებს. მაშ ასე გუშინ Google-მა ჟურნალისტებისათვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო სადაც არაპომპეზურ და არათვალთმაქცურ ვითარებაში, არამედ მრგვალი მაგიდების გარშემო შემომსხდარ მიმომხილველებს აჩვენეს ახალი პროდუქტები.

tumblr_me8rxmQrvO1rnvhfco1_1280-600x400

პირველი და ყველაზე საინტერესო სისახლე იყო Nexus 7 განახლებული პლანშეტი, რომელიც არა მხოლოდ ახალი აპარატული არამედ პროგრამული უზრუნველყოფითაც წარსდგა პუბლიკის წინაშე. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. მოწყობილობის უმთავრესი ღირსება ჩემი აზრით არის ეკრანი, რომელიც განახლდა და იგივე 7 დიუმში ჩვენ უკვე გვაქვს 1920 x 1200 პიქსელი რაც ამ კლასის და ზომის პლანშეტებში ჯერ არავის არ აქვს.

google072013-liveblog-0376-1374682488-601x400

მოწყობილობას აქვს უახლესი Snapdragon S4 Pro – პროცესორი ტაქტური სიხშირით 1.5 გჰც და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ფაილური საცავის ზომა ან 16 ან 32 გიგაბაიტია და თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

google072013-liveblog-0396-601x400

ასევე გამოვიდა LTE ვერსია ამერიკული მოდემით, თუმცა სრულია SIM Free და ნებისმიერ ქვეყანაში 3G/3.5G ქსელებში უპრობლემოდ იმუშავებს. რაც შეეხება ფასებს აქაც საქმე შესანიშნავადაა და კონკურენტების ფასებთან შედარებით მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ დიაპაზონში არის წარმოდგენილი:

Nexus 7 (16GB) WiFi    – 229 $
Nexus 7 (32GB) WiFi    – 269 $
Nexus 7 (32GB) LTE     – 349 $

ამის გარდა პლანშეტს დაემატა მთავარი კამერა 5 მეგაპიქსელით, სტერეოდინამიკები და როგორც ფასებში ნახეთ LTE მოდული, რომელიც თავსებადია ამერიკულ ოპერატორებთან. რაც შეეხება აკუმულატორს, Google-ის განცხადებით ის 9 საათი HD ვიდეოს ყურების შემდეგ ან 10 საათი ვებ-სერფინგის შემდეგ თუ დაიცლება ბოლომდე.

Android_4

მოწყობილობა შთამბეჭდავია, თავისი მონაცემებით და არ არსებობს და არ იარსებებს ერთი წლის განმავლობაში მაინც თამაში და პროგრამა რომელიც არ ეყოფა ზემოთ აღნიშნული მონაცემები, უახლესი საოპერაციო სისტემა და ეგრესიული და მომხმარებლისთვის ყველაზე მისაღები ფასები hi-end მოწყობილობისათვის მას ყველაზე ხელმისაწვდომ და სასურველ პლანშეტად გახდის.

Android_1-599x400

შემდგომი რისი წარმოდგენაც Google-ის ბიზნეს საუზმეზე მოხდა ეს Android საოპერაციოს სისტემის 4.3 ვერსიაა, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით საერთოდ არ შეცვლილა, მაგრამ პროგრამულად და ფუნქციურად მასში უამრავი სიახლე გამოჩნდა, რომელიც უმთავრესი კონკურენტისთვის ხელმისაწვდომი ალბათ უახლოესი 5 – 6 წელი არ იქნება :-).

Android_3

უმთავრეს სიახლედ წარმოდგენილი იქნა სამომხმარებლო ანგარიშები და მშობლის კონტროლის სისტემა, რომელიც მშობელს უადვილებს ბავშვის მიერ ხელმისაწვდომი კონტენტისა და შესყიდვების შეზღუდვაში.

Android_5

ამის გარდა სისტემამ ისწავლა Bluetooth Smart ტექნოლოგიის გამოყენება, რაც საგრძნობლად შეამცირებს უკაბელო მოდულის მიერ ენერგიის მოხმარებას. ასევე არის OpenGL ES 3.0-ის მხარდაჭერაც, რაც ახალ თამაშებში ჯერ არნახულ გრაფიკასა და წარმადობას გვპირდება დაNexus 7 პირველი პლანშეტია ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ Android 4.3 უკვე გამოვიდა და პირველად მას Nexus 4, Nexus 7 და Galaxy Nexus-ის მომხმარებლები იხილავენ. რაც შეეხება Galaxu S4 და HTC One-ის Nexus Experience მოდელები უახლოეს მომავალში გადავლენ უახლეს ოპ. სისტემაზე.

Chromecast_5

პრეზენტაციაზე კომპანიამ კიდევ ერთი სიახლე წარმოადგინა, რითაც დიდი ხნის მოლოდინი გამიმართლა და Android TV-სა და Apple TV-ის მკვლელი მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც საშუალებას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობიდან და ნებისმიერი საოპერაციო სისტემიდან, ნებისმიერი აპლიკაციიდან გავუშვათ მულტიმედია კონტენტი ნებისმიერ ტელევიზორზე HDMI პორტით.

Chromecast_3

Chromecast – ეს არის პატარა ჯუთი, რომელიც მუსაობს Chrome OS-ის მსუბუქ ვერსიაზე. მისი საშუალებით გამოსახულების ტრანსლაცია შესაძლებელია კომპიუტერიდან, სმარტფონიდან ან პლანშეტიდან ტელევიზორის ეკრანზე.

Chromecast_4

აღსანიშნავია, რომ ტრანსლაციის მიმდინარეობისას მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთ მოწყობილობაზე იმუშავონ სხვა დავალებებზე, რაც არც ერთ სხვა ალტერნატივას არ შეუძლია დღეისათვის. Chromecast თავსებადია არა მხოლოდ Android არამედ iOS მოწყობილობებთან.

ჯერ-ჯერობით Chromecast შეძლებს YouTube-ის ვიდეორგოლების გაშვებას, Netflix-ის ფილმების ტრანსლირებას, Google Music-ის მოსმენას და Google+ ის ფოტოალბომების დათვალიერებას. თუმცა ტექნოლოგია სრულიად ღიაა და ნებისმიერ პლატფორმაზე და ნებისმიერ მოწყობილობაში შეიძლება მისი მხარდაჭერის რეალიზება. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა 35 $ ღირს რაც მსგავსი ფუნქციონალის მოწყობილობებს შორის ყველაზე დაბალია.

ყოველი ახალი პრეზენტაცია რომელსაც კომპანია Google გვთავაზობს სავსეა სიახლეებით და ინოვაციებით, როგორც პროგრამული ასევე აპარატული თვალსაზრისით. ყველაზე მთავარი აქ არც მოწყობილობების ფასია და არც მისი კორპუსის დიზაინი, აქვ ყვლაზე მთავარი ტექნოლოგიური გამართულობაა და ღია სტანდარტების უშიშრად მხარდაჭერა. როცა Apple-ის სმარტფონებსა და პლანშეტებს ვიხსენებ (ერთ დროს მე მათი მომხმარებელი ვიყავი) აღფრთოვანებული ვიყავი მათი საოპერაციო სისტემით, მათი ფუნქციონალური შესაძლებლობებით და დიზაინით, მაგრამ ეს ეფექტი გაქრა მაშინათვე, როცა გამოჩნდა უფრო თავისუფალი და ფართო არჩევანი. თავის დროზე iOS-ზე განხორციელებული ფუნქციები უნიკალური იყო და მას ყველა აკოპირებდა, ახლა უკვე Android საოპერაციო სისტემა კანონმდებელი გახდა ბაზარზე და მისი ფუნქციონალური შესაძლებლობებისკენ სწრაფვა სხვა კომპანიების პრიორიტეტი გახდა.

მე მინდა დავამშვიდო ყველა სხვა სისტემის მომხმარებელი და ვუთხრა, რომ ხვალ და ზეგ მათი საყვარელი ბრენდებიც გამოუშვებენ მსგავს გაჯეტებს და ყველაფერი კარგად იქნება, რადგანაც Android ღიაა და ხელმისაწვდომია ყველასთვის და Google არ დაიწყებს სასამართლოში სირბილს მაშინ, როცა ინოვაციები შემოაკლდება და მის გარშემო არ დარჩება ნივთები, რომლების ხელახლა გამოგონებით რევოლუციას მოაწყობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.