imagesWall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Google დიდ მედია კომპანიებს მიმართავს სატელევიზიო გადაცემების ლიცენზირების საკითხებზე, რომ მათი შემდგომი სტრიმინგო მოახდინოს თავისი მომხმარებელებისათვის. Intel და Apple ასევე მუშაობენ მსგავსი სერვისების გაშვების მიმართულებით.

უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება ჯერ-ჯერობით ვერ გერხდება და, როგორც ჩანს ეს სერვისი უფრო საკაბელო იქნება და არა ისეთი, როგორც Netflix და Hulu. არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი მიმართული იყოს Google TV პლატფორმის შემდგომი განვითარებისათვის.

სამწუხაროდ ამ სფეროში უკვე არიან გიგანტები და მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. საინტერესოა რას წარმოადგენენ Google, Intel და Apple განსხვავებულს და თან ისეთს, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.