კომპანია Canonical-მა რამდენიმე საათის წინ წარმოადგინა თავისი ახალი სმარტფონი Ubuntu Edge, რომელიც მისი შემქმნელების სიტყვებით ზოგიერთ საკითხში ინოვაციებსაც გვთავაზობს მოვბილური ინდუსტრიისთვის. და აი სიურპრიზი, ჩანაფიქრის განსახორციელებლად და სუპერსმარტფონის გამოსაშვებად, რომელიც გააერთიანებს მობილური სმარტფონისა და სამაგიდო კომპიუტერის შესაძლებლობებს, კომპანია 32 მილიონი სჭირდება. საიდან მოიტანოს მან ეს ფული? რა თქმა უნდა ენთუზისატებისგან მიიღოს დაფინანსების სახით.
ამ მიზნისათვის Canonical-მა გახსნა ყველაზე ამბიციური და მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო შემოთავაზება Indiegogo-ს ბაზაზე.

“როგორც თვით საოპერაციო სისტემა Ubuntu, სმარტფონი Ubuntu Edge შექმნილი არ იქნება ერთი ცალკე აღებული კომპანიის მიერ, არამედ ენთუზიასტების მთელი ჯგუფის მიერ მთელი მსოფლიოდან. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ Indiegogo იმისთვის, რომ შევკრად ადამიანები ერთად და შევაგროვოთ საჭირო თანხა ამ მოწყობილობის წარმოებისთვის. ყველა ინვესტიცია წარმოებაში და მიწოდებაში დაიხარჯება იმათთვის, ვინც შეიტანენ თავის წვლილს მის შექმნაში”
“ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც პროექტში 600 დოლარს ჩადებს (ან 540 ევროს) პირველი 24 საათის განმავლობაში მიიღებენ მოწყობილობას იმის შემდეგ რაც მოხდება ოფიციალური რელიზი”
კომპანია გვარწმუნებს, რომ შეგროვილი თანხა მთლიანად წარმოებაში დაიხარჯება და არა ხელფასის სახით თვით კომპანიის შიგნით.
სმარტფონს ექნება შემდეგი ტექნიკური მონაცემები:
- ორი საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა: Ubuntu და Android
- Ubuntu-ს სამაგიდე საოპერაციო სისტემასთან სრული სინქრონიზაცია
- სწრაფი და მძლავრი მრავალბირთვიანი პროცესორი მინიმუმ 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით
- 128 გიგაბაიტი მუდმივი მეხსიერება სამომხმარებლო კონტენტისათვის
- 4.5 დიუმიანი ეკრანი გაფართოები 1280×720 და საფირონის დამცავი შუშა
- მეტალის მთლიანი კორპუსი
- მაღალმგრძნობიარე კამერები უფრო ადვილი გადაღებისთვის თუნდაც ცუდი განათების პირობებში: 8 მეგაპიქსლიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი წინა
- კავშირის ყველაზე სწრაფი საშუალებების მხარდაჭერა, მათ შორის ორდიაპაზონიანი LTE, ორდიაპაზონიანი 201.11n Wi-Fi, Bluetooth 4, NFC
- HDTV-თან შეერთების საშუალება და მონიტორებთან MHL გადამყვანით მიერთების საშუალება. ასევე 3,5 დიუიანი აუდიო კონექტორი
- GPS, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, პროქსიმიტი, კომპასი და ბარომეტრი
- სტერეოდინამიკები კრისტალურად სუფთა HD ხმით, ორი მიკროფონი და ხმაურის შემცირების აქტიური სისტემა
- სილიკონის-ანოდის Li-Ion აკუმულატორი
- ზომები იქნბეა 64 x 9 x 124 მმ.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=fFN4k-AFEbw[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=EtNhlVn3ETQ[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=3k0pYUP2w_Q[/youtube]
პროექტის გვერდი: Indiegogo
