ხშირად პრობლემას წარმოადგენს დაკარგული მოწყობილობის მოძებნა, იმ შემთხვევაში, როცა ის სადმე ბარში ან პარკში დაგრჩათ ან თუნდაც ბოროტმოქმედმა მოგპარათ ან უყურადღებოდ დარჩენილი მოწყობილობა ვინმემ შემთხვევით აიღო და თან წაიღო 🙂 საქმე იმაშია რომ Apple-ს უკვე დიდი ხანია აქვს მსგავსი სერვისი არა მხოლოდ თავისი მობილური ტელეფონებისთვის ასევე ნოუთბუქებისთვის. Android-ზე მსგავსი აპლიკაციები უამრავია, მაგრამ ყველა ასეთი აპლიკაცია ამ ფუნქციას დამატებით სერვისად ვთავაზობს და არა კონკრეტულად.
როგორც Google Android-ის ოფიციალური ბლოგი გვატყობინებს Android Device Manager საშუალებას მოგცემთ დარეკოთ თქვენს ტელეფონზე მაქსიმალური ხმოვანი სიგნალით რომ იპოვოთ ის თუ დაგეკარგათ სახლში, პარკში ან ხალხმრავალ ადგილას და მისი ზარის სიგნალის ხმა ბოლომდე არის ჩაწეული და რა თქმა უნდა რუკაზეც განახებთ შესაბამის ადგილმდებარეობას.

Android Device Manager საშუალებას იძლევა დაიცვათ თქვენი ინფორმაცია არასანქცირებული წვდომისაგან. თუ თქვენი ტელეფონის მოძებნა შეუძლებელია ან ის მოიპარეს, თქვენ სწრაფად და უსაფრთხოთ შეგიძლიათ წაშალოთ მასზე განთავსებული ინფორმაცია დისტანციურად.
ეს სერვისი ამ თვის ბოლოსკენ იქნება ხელმისაწვდომი Android 2.2 ვერსიიდან და ზევით და მისი გამოყენებისათვის საჭიროა Google-ის ანგარიშით სარგებლობა. ასევე იქნება Android აპლიკაცია, რომალიც გაგიადვილებთ მოწყობილობის მოძებნას და მართვას.
