მას შემდეგ რაც Google-მა შეიძინა Motorola Mobility, ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა, რომ კომპანია თავის სმარტფონს გამოუშვებდა, რაც ლოგიკური და მოსალოდნელიც იყო. და როგორც იქნა ისიც გამოჩნდა Moto X-ის სახით. მას შემდეგ რაც Google-ის საკუთრებაში გადავიდა Motorola საკადრის ადგილზე ვერ იყო ამერიკის ბაზარზე. Verizon-თან ურთიერთობის შედეგად ისინი Droid ოჯახს აწამოებდნენ ასევე ყიდიდნენ ტელეფონებს ჩინეთსა და ევროპაში. დღეს კი კომპანიამ უახლესი პროდუქტი წარადინა, რომლის პირველივე დანახვისას დარწმუნდებით იმაში, რომ პირველი სმარტფონის შექმნიდან დღემდე ძალინ ბევრი შეიცვალა.

მოტოროლა აღნიშნავს, რომ ჩაატარა გამოკვლევა და ამის საფუძველზე შეარჩია სმარტფონის ოპტიმალური ზომა. გამოკითხვაში უამრავმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ტესტირებისთვის სხვა და სხვა ფორმის და ზომის მოწყობილობები დაურიგდათ, რის შედეგადაც Moto X-ის ფორმა და ზომა განისაზღვრა მისი 4.7 დიუმიანი ეკრანით და მომრგვალებული კუთხეებით. Motorola გვარწმუნებს, რომ ის უფრო თხელია მისი კონკურენტების სმარტფონებზე, იმით რომ გამოიყენა პლასტმასზე შუშის დატანის ახალი ტექნოლოგიას იყენებს. აქ საუბარია იმაზე, რომ შუშა მაღალი წნევით არის პლასტმასში ჩაჭედილი.

უკანა პანელის ფორმა არ არის სფერული ან ცილინდრული. ინჟინრებმა უპირატესობა უფრო რთულ კონუსურ ფორმას მიანიჭეს. ფოტოგრაფიებზე არ ჩანს ამ მოწყობილობის სრული სილამაზე. აუცილებელია მისი ხელში დაჭერა, რომ გავიგოთ თუ, რამდენად ელეგანტურია ის. აპარატის წინა პანელიც მოკლებულია წვეტიან კუთხეებს რაც ძალიან სასიამოვნოა.

უკანა პანელზე არის Motorola-ს ლოგოტიპი. ყველაზე შესანიშნავია ახალი 10 – მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით. მარჯვნივ არის ხმამაღალი კავშირის დინამიკი. ყველაზე მსხვილი ნაწილი სმარტფონში განნიტურის მისაერთებელი პორტი აღმოჩნდა.

საინტერესოდ გამოიყურება ხმის აწევ-დაწევის როკერის განთავსება ჩართვა გამორთვისა და ბლოკირების ღილაკის ქვეშ. მარცხნივ არის nanoSIM-ის ღარი. iPhone 5-ის შემდეგ Moto X გახდა პირველი მოწყობილობა, რომელშიც გამოიყენება SIM-ბარათი 4FF სორმატის nanoSIM-ბარათი. ქვევით არის ჩვეულებრივი microUSB პორტი.

მომხმარებლის მხრივ უკანა პანელის გამოცვლა არ არის გათვალისწინებული. მოწყობილობა მყარად არის დაცული არაპროფესიონალური ჩარევისაგან. წინა პანელი და კუთხეები შესაძლებელია იყოს შავი ან თეთრი. ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს უკანა პანელის შემთხვევაში, რომელიც უამრავი ფერებით და ვარიანტებით არის წარმოდგენილი.

ლამაზად და ეფექტურად, რაც სწორედ ყველაზე მთავარია თანამედროვე სმარტფონში. ახლა კი გაჯეტის ტექნიკურ მონაცემებზე გადავიდეთ:
- ჩიპსეტი: Qualcomm Snapdragon S4 Pro (MSM8960Pro) 1.7 GHz; Motorola X8 System (SoC+NLP Processor+Contextual Processor)
- ეკრანი: 4,7-დიუმიანი AMOLED (RGB), 1280 х 720
- ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი LPDDR2
- Wi-Fi: 802.11a/b/g/n/ac, BT 4.0
- მეხსიერება: 16 და 32 გბ; 50 გბ Google Drive ღრუბლოვანი სივრცე 2 წლით
- პორტები: microUSB 2.0; 3,5-გარნიტურის ფოსო; NFC; Miracast
- საოპერაციო სისტემა (პლატფორმა): Android 4.2.2
- აკუმულატორი: 2200 (მა/სთ, mAh); 3,8-ვოლტიანი; 8,36 ვტ/სთ
- გაბარიტები: 65,3 x 129,3 x 5,6-10,4 მმ;
- წონა: 130 გ.
- კამერები. მთავარი: 10-მეგაპიქსელიანი Clear Pixel (RGBC). წინა: 2-მეგაპიქსელიანი 1080p
- ფასები: (ორწლიანი კონტრაქტით ოპერატორთან): 199 $ (16-გიგიაბიტიანი ვერსია); 249 $ (32-გიგაბაიტიანი ვერსია)
საწყის ეტაპზე Motorola საშუალებას იძლევა ონლაინ-შესყიდვისას მომხმარებელმა შეარჩიოს უკანა პანელის დიზაინი პროგრამით Moto Maker.
ტელეფონი მომხამრებელს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც ტეხასის ქარხანაში შესრულდება კონკრეტული შეკვეთილი სამუშაოები და ამას 4 დღე დასჭირდება. ახლა კი ინფორმაცია, რომელიც ბევრს არ გაუხარდება. გაფორმების არჩევანი არ ექნება ყველას და პირველ ეტაპზე მხოლოდ AT&T-ის მომხმარებლებისთვის იქნება და რა თქმა უნდა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე მხოლოდ. სხვა ოპერატორები ამ პროგრამაში მოგვიანებით მაგრამ ამ წლის განმავლობაში ჩაერთვებიან. ჯერ-ჯერობით სხვა ოპერატორებთან მხოლოდ შავი ან თეთრი მოდელის ყიდვა იქნება შესაძლებელი.

მთავარ ფერებად შეირჩა შავი და თეთრი, რომელიც კომპოზიტური მატერიალების მთავარი თვისებაა, სხვა ფერები პოლიმერების გამოყენებით მიიღება. ასევე არის ოთხი ხის ფაქტურაც მაგრამ ისინიც მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია ხე პრობლემებს უქმნის მობილურ სიგნალს და საჭიროა მისი სპეციალური დამუშავება, რომ არ შეასუსტოს რადიო ტალღები. ინჟინრები ჯერ-კიდევ ამუშავებენ ამტექნოლოგიას და მისი ტესტირების და სერტიფიცირები დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება წარმოებაში ჩაშვებაც.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=xXyCbrdQEyA[/youtube]
ამერიკის ტერიტორიაზე გაყიდვები აგვისტოს ბოლოდან დაიწყება. სიახლე ოთხი უმთავრესი ოპერატორის ქსელში გაიყიდება. სმარტფონი აიწყობა ა.შ.შ-ში და ჯერ-ჯერობით უნობია მისი ფასი კონტრაქტის გარეშე თუმცა გამოითქვა აზრი, რომ ის შესაძლოა 500 დოლარის ფარგლებში განისაზღვროს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=vpU1mW0Mjm8[/youtube]
ცნობილი გახდა ისიც, რომ უმრავლესობა ოპერატორის ვერსიაში იქნება ბუთლოადერ-ის გახსნის საშუალება და იქნება სპეციალური დეველოპერული ვერსიაც, თუმცა როგორ მოხდება ეს ყველაფერი ალბათ გაყიდვების დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=HnTvmB44Cec[/youtube]
