OFF Pocket Prototype 1: Cross Editionდროთა განმავლობაში და ბოლო მოვლენების გათვალისწინებით სათაურში გამოყენებული სიტყვები უფრო კარგავს იუმორისტულ დატვირთვას და რეალური ხდება, რადგანაც ყოველ ჩვენთაგანს უკვე აქვს მობილური ტელეფონი, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შუქურაა. და თუ ანატოლი კლეპოვს დავუჯერებთ, რომელიც არის “ანკორტის” პრეზიდნენტი, რომელმაც პირველი კრიპტოსმარტფონი გამოუშვა (აპარატი მოსმენებისგან თავის დასაცავად) მაშინ:

გამოვთვალოთ სად იმყოფება ადამიანი, ელემენტარულია. ამავდროულად საჭირო არ არის ობიექტს ვესაუბროთ ან შეტყობინება გავუგზავნოთ. აპარატი გამორთულიც, რომ იყოს ფიჭური ოპერატორი მას მაინც “ხედავს”. ამის გარდა მობილური გადასცემს სიგნალს მოხსნილი აკუმულატორითაც. თანამედროვე აპარატებში ისინი ორია: ერთი აკუმულატორი კვებავს მუშა რეჟიმშე, მეორე ე. წ. “პოლიციური რეჟიმისთვისაა”.

არ ვიცი რამდენად მართალია გამორთული და უაკუმულატორო აპრატის მოძებნის საშუალება, მაგრამ აკუმულატორის ამოღება ზოგიერთი სმარტფონიდან დღეს უკვე შეუძლებელია და მათი გამორთვაც ზარის განხორციელების შემდეგ და ისევ ჩართვა შემდეგ ჯერზე ცოტა უაზრობად მიმაჩნია. უფრო მარტივი და საიმედო გზა თვალთვალისგან თავის დასაცავად არის ეკრანირება, რისთვისაც შეიქმნა მსგავსი შალითა.

f84cc09877734368bb7dc5e361f2347e

არა ეს არ არის ტყვიის ყუთი, არამედ შალითაა მეტალიზირებული მატერიით, რომელიც ფარადეის ბადის ფუნქციას ასრულებს, რაც მის სირბილეს, მოქნილობას და სიმსუბუქეს განაპირობებს. შალითა ჰიდროფობიულია და არ ატარებს ფუჭური ქსელის სიგნალს, WiFi-სა და GPS.

ტექნიკური მონაცემები:

17fcc2400c7c082d8f482eed7d8729cd

აქსესუარის დაფინანსება Kickstarter-ზე უკვე დასრულდა, ასე რომ, ვფიქრობ შესაძლებელია მზა რპოდუქტების შეკვეთა. უმთავრესი მინუსი მისი ფასია 85$ რაც მოთხოვნის გაზრდასთან ერთად იმედია შემცირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.