hero-blueGoogle-მა თავის ოჯახში კიდევ ერთი ახალი Chromebook მიიღო HP Chromebook 11-ის სახით. 279 $ ღირებული მოწყობილობა უკვე იყიდება. ნეტბუქი თეთრი პლასტმასის კორპუსშია მოთავსებული და ზედა ხუფზე აქვს Google Chrome-ის ლოგოს პალიტრა ისევე როგორც Chromebook Pixel-ს, რაც ძალიან ლამაზია და მიანიშნებს მოწყობილობის Google-თან მჭიდრო კავშირს.

ახალი ქრომბუქი არის Acer-ის და Samsung-ის მიერ დაწყებული სერიის გაგრძელება და არა 1600$ Pixel-გან შორს დგას. HP 11 განკუთვნილია განსხვავებული ბაზრისათვის ვიდრე სუპერ-მძლავრი Pixe, მაგრამ მაინც აქვს ის უმთარესი ღირსება და ფუნქციონალი რაც მის უფრო ძვირფას ბიძაშვილს აქვს.

black-white-chromebook 11 არის უფრო მსუბუქი, სულ რაღაც 1.08862 კილოგრამი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მისი დამუხტვისათვის micro-USB პორტი გამოყენება, დიახაც იგივე დამტენი რაც ჩვეულებრივ Android სმარტფონს აქვს. ასე რომ კვების ბლოკი რაც ქრომბუქს მოყვება უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ნექსუსების დასამუხტადაც.

charge-chromebook-nexus

კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა არის 11.6 დიუმიანი IPS დისპლეი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის მოწყობილობაა ამ ფასად მაგნეზიის კონსტრუქციასთან ერთად, რომელიც პლასტმასის კორპუსს საკმაოდ გამძლეს ხდის. HP ზრუნავს აუდიოზეც და ახალი მოდელის დინამიკები კლავიატურის ქვეშ არის განთავსებული, რომ უფრო კარგი ხმა გამოსცეს ვიდრე ადრე შეეძლო.

ეს ყველაფერი ერთად მუშაობს Samsung-ის Exynos 5250 პროცესორზე, რაც რა თქმა უნდა არ გამოდგება მძიმე ვიდეო რენდერინგისთვის, მაგრამ საკმარისი Chrome OS-ის გასაშვებად და ალბათ უპრობლემოდ იმუშავებს რომელიმე Linux დისტრიბუტივიც, რომელსაც თქვენ გაუშვებთ მას შემდეგ რაც მოგბეზრდებათ მხოლოდ Google-ის სერვისები და სრულფასოვანი სამუშაო მაგიდა მოგინდებათ.

ყველაზე მოგებულია ის მომხმარებელი, რომელიც კომპიუტერთან გატარებული დროის ყველაზე დიდ ნაწილს ბრაუზერში ატარებს და არ ჭირდება სხვა ტიპის სამუშაოს შესრულება. მოკელდ ამ ახალი მოწყობილობის ყიდვა შეიძლება Amazon, Google Play და HP-ის ონლაინ მაღაზიებში ასევე ა.შ.შ-სა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული დისტრიბუციის ქსელების საშუალებით შესაბამის ტექნიკის სუპერმარკეტებში.

ჩემი აზრით ARM არქიტექტურა უკვე ფეხს იკიდებს პერსონლური კომპიუტერების ბაზარზე და ხვალ და ზეგ უფრო მეტი წარმადობის მქონე პროცესორები ჩაანაცვლებს Intel-ის მიმდინარე ტექნოლოგიებს, რომლებმაც Windows-თან ერთად დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და ბაზარზე ისევ Apple და Google-ის Android-ზე დაფუძნებული პლანშეტები.

და ბოლოს დეტალური მონაცემები:

ეკრანი

  • 11.6″ ეკრანი 16:9 შეფარდებით (IPS პანელი)
  • 1366 x 768
  • 60% Colour Gamut
  • 300 nit განათება
  • ფართო კუთხის ხელვადობა (176-გრადუსი)

შეყვანა

  • Chrome კლავიატურა
  • მაღალი გარჩევადობის, დაჭერადი თაჩპედი
  • VGA ვებ-კამერა

პორტები

  • 2 x USB 2.0
  • მიკრო-SIM სლოტი (მხოლოდ 3G და 4G/LTE მოდელში)
  • Micro USB  15.75W დამტენისთვის და SlimPort ვიდეოს გამომყვანი

ინდუსტრიული დიზაინი

  • მაგნეზიის შასი სიმყარისთვის
  • ჩუმი, ვენტილატორების გარეშე
  • არ აქვს ხილული ნახვრეტები, ვენტილატორები ან დინამიკები

ზომა

  • 297 x 192 x 17.6 მმ

წონა

  • 2.3 lb / 1.04 კგ

პროცესორი

  • Exynos 5250 GAIA აპლიკაციების პროცესორი

მეხსიერება

  • 2 GB (4x 4 გიგაბიტი) DDR3 RAM
  • 16 GB SSD მყარი დისკი

აუდიო

  • კომბინირებული ყურსასმენების / მიკროფონის ფოსო
  • ციფრული დინამიკები კლავიატურის ქვევიდან

აკუმულატორი

  • 6 საათი აქტიური გამოყენება

ქსელი

  • ორ-სიხშირიანი WiFi 802.11 a/b/g/n
  • Bluetooth® 4.0
  • 3G / 4G შეერთება (ასარჩევად)

საჩუქრები

  • 100 გბ Google Drive რღუბლოვანი საცავი, ორი წლით უფასოდ
  • 60-day უფასო საცდელი Google Play Music All Access, და £9.99/თვეში შემდგომ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.