singularityfringeწარმოიდგინეთ ტექნოლოგიური სინგულარობა უკვე საკმაოდ ახლოსაა, კომპიუტერები ადამიანებზე მეტად წინ არიან გამოთვლითი სიმძლავრეებით და ინტელექტით. მაგრამ მანქანები არ არიან აბსოლუტურად ბოროტები. ისინი გახსნილი არიან ადამიანებისთვის, მათში შეიძლება საკუთარი ცნობიერების ჩატვირთვა და ციფრული არსებების კოლექტივში ცხოვრება. თქვენ მოგიწევთ უარი თქვათ სხეულზე. ეს არ არის ძალიან დიდი საფასური, თუ გავითვალისწინებთ სიცოცხლის მცირე ხანგრძლივობას და სისუსტეს რასაც ჩვენი ხორციელი სხეული განიცდის. ამის გარდა, თქვენი ფეხი მაგალითად არასდროს არ თამაშობს ფეხბურთს ისე, როგორც რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის კიდური. უმთავრესი პლიუსი არის უკვდავება. რას იზამთ?

რამდენად რეალურია ეს?

რა თქმა უნდა ჩვენ შორს ვართ მსგავსი ნახტომისგან. საკუთარი ცნობიერები ჩატვირთვა კომპიუტერში ჩვენ ჯერ არც კი დაგვსიზმრებია. მაგრამ ხალხი ამაზე უკვე მუშაობს და ცნობილმა ფუტუროლოგმა (და Google-ის ტექნიკურმა დირექტორამა) რეი კურცვეილმა კონსერვატიული შეფასება გააკეთა, რომ  ადამინები საკუთარი ტვინის გაციფრულებას 2045 წლისათვის შეძლებენ. და თუ Google ამას ამბობს, მაშინ ეს მოხდება, იმიტომ რომ მე არ მაქვს არანაირი საფუძველი მათი არ მჯეროდეს.

evetrailer

ეთიკური საკითხები

თქვენ მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად გიყვართ თქვენი სხეული და გინდათ მისი დატოვება. როგორც კი თქვენ ჩატვირთავთ თქვენს ცნობიერებას კომპიუტერში უკან გზა აღარ იქნება. თქვენ ასევე წარმოდგენა არა გაქვთ თუ რა გელით კომპიუტერში ცხოვრების შემთხვევაში და ეს ნიშნავს, რომ მოგიწევთ შეეგუოთ იმას, რომ თვით ცნება “ცნობიერება” შეიცვლება მას შემდეგ რაც თქვენ გაციფრულდებით. თუ თქნი მეგობრები და ოჯახი არ ჩაიტვირთვებიან თქვენთან ერთად თქვენ მათთან ჩვეული ფორმით ურთიერთობას ვერ შეძლებთ. და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ამას, მიიღებთ დამატებით უპირატესობებს – იქნებით უფრო ჭკვიანი, სწრაფი და უკეთესი ვიდრე ადამიანი.

The-Matrix

რას ამბობენ ეთიკის სპეციალისტები?

კანონი ჯერ-ჯერობით არანაირად არ ზღუდავს ტვინის ჩატვირთვას. მაგრამ, ამაზე ჯერ არავინ არ დაფიქრებულა, ყველაფერი “თეზევსის ხომალდს” ან “თეზევსის პარადოქსზე” მიუთითებს, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირია.

თეზევსი ბერძნული მითოლოგიიდანაა, რომელმაც მინოტავრი მოკლა. წლების განმავლობაში ბერძნები მინოტავრს მსხვერპლს წირავდნენ კნოსის ლაბირინთში. ერთხელ თქზევსმა შეძლო ლაბირინთის გავლა და მოკლა მინოტავრი.

ხომალდი, რომელზეც ის დაბრუნდა, დიდი ხნის განმავლობაშ ინახებოდა. როცა მას რემონტი დაჭირდა ის ნაწილ ნაწილ ხელახლა ააშენეს. მოდით ვთქვათ, რომ საბოლოოდ ხომალდის ყველა ელემენტი შეცვალა. არის თუ არა ეს ხომალდი პირველადი ხომალდი? გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი იმისა, რომ ის არის: რადგანაც, როცა მასში შეცვალეს პირველი ფიცარი ის მაინც თეზევსის ხომალდი იყო და ასე იყო ყოველ ფიცარზე. ერთი ფიცრის მეორით ჩანაცვლება არ ცვლის ხომალდს თუნცაც მაშინ, როცა ხომალდის არც ერთი ორიგინალური დეტალი ჩაუნაცვლებელი არ დარჩება და ის მაინც თეზევსის იქნება.

წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ფიცარი, რომელიც მოხსნენს თეზევსის ხომალდს აღადგინეს და შექმნეს ახალი გემი. იქნება თუ არა ეს თეზევსის ხომალდი? რა თქმა უნდა ეს ასე იქნება, რადგანაც ეს ხომალდი შედგება ზუსტად იმ ნაწილებისაგან რისგანაც თეზევსის ხომალდი და ყველა ფიცარი თავის ზუსტ ადგილზე იმყოფება.

ეს რომ მომხდარიყო აღმოჩნებოდა, რომ თეზევსი კონოსიდან ორი ხომალდით დაბრუნდებოდა. ერთი იქნებოდა ხომლადი, რომელსაც ყველა ნაწილი შეუცვალეს და მეორე იქნებოდა ის, რომელიც დაშალეს და თავიდან ააწყვეს იგივე ნაწილებით. თეზევსს ორი ხომალდი ყავს.

თუმცა თეზევსი მხოლოდ ერთ ხომალდზე იმყოფებოდა. რომელზე მათ შორის?

ჩვენს სიტუაციასთან პარალელს თუ გავავლებთ მაშინ კომპიუტერში ჩატვირთული ცნობიერება, ადამიანური ტვინის განადგურების შემდეგ ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ ისევ ადამიანები ვართ? აქ თქვენ უნდა იკითხოთ: რა ხდის ადამიანს ადამიანად? ზოგიერთი ამბობს, რომ ინტელექტი და შემოქმედება, მაგრამ ამ კითხვაზე პრაქტიკული პასუხი ჯერ არავის არ გაუცია. ამერიკის ნატურალური ისტორიის მუზეუმის მონაცემებით, ჩვენი ტვინი ყველაზე დიდ როლს თამაშობს:

ყველა სახეობა პლანეტაზე, ადამიანის ჩათვლით უნიკალურია. ამისდა მიუხედავად ჩვენი ინტელექტი და შემოქმედების უნარი აღემატება ნებისმიერ ცხოველს. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთოებენ სამეტყველო ენით, ქმნიდნენ და აფასებდნენ ხელვნებას და მუსიკას, იგონებდნენ რთულ ინსტრუმენტებს, რომლებმაც ჩვენი სახეობის განვითარება უზრუნველყო, თუმცა ეს ნაწილობრივ სხვა სახეობების ხარჯზე მოხდა.

ჩვენი შემოქმედებითობისთვის ჩვენ ტვინს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მას შეუძლია სიმბოლური ერთეულებით აზროვნება. მიუხედავად იმისა რომ სხვა სახეობებს შეუძლიათ პრობლემების მოგვარება და ერთმანეთთან კომუნიკაცია, მხოლოდ ადამინმა შეძლო სიმბოლოების გამოყენებით აღეწერა რეალური სამყარო და შეექმნა მეცნიერებები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ დაუკარგავთ ინსტიქტური მისწრაფებები, სიმბოლურმა აზროვნებამ გახსნა ჩვენი ტვინი სულიერებისთვის, ემპათიისთვის, ეთიკისთვის და მორალისთვის”

დაგვრჩვება თუ არა ჩვენ ეს ყველაფერი, როცა მანქანაში აღმოვჩნდებით? და ღირს თუ არა ამაზე დაფიქრება? რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, როცა ეს შესაძლებელი იქნება, ადამიანად დარჩენა არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. დადგება დრო, როცა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ.

თქვენ როგორ ფიქრობთ? საჭიროა დავტოვოთ ჩვენი სუსტი სხეული უკან და გადავიდეთ ახალ სამყაროში ციფრული სახით? ან იქნებ ცნობიერების ჩატვირთვამ ჩვენ ადამიანობა წაგვართვას?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.