მკვლევარებმა ჯერ კიდევ ივნისში აღმოაჩინეს iOS 8-ში განხორციელებული ფუნქციონალი, რომელიც ერთი შეხედვით მიმართული იყო თვალთვალის საწინააღმდეგოდ. საუბარია WiFi ქსელებთან მიერთების პროცესში სხვა და სხვა ფიზიკური მისამართების გამოყენებაზე. iOS-ის ახალი ფუნქცია მიმართულია ტელეფონის MAC მისამართზე, რომელსაც მოწყობილობა ღია დაშვების წერტილების ძიებისას იყენებს. გასულ წლებში მოვაჭრეებმა ისწავლეს MAC მისამართით მომხმარებლების იდენტიფიკაცია მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში.
მსგავსი აქტივობები ძალიან აღიზიანებთ პირადი მონაცემების დაცვის აქტიური ადვოკატებს და Apple-მა წარმოადგინა ამ პრობლემის გადაწყვეტის ახალი მეთოდი. როცა მოწყობილობა ძილის რეჟიმშია ის ნამდვილი მისამართის ნაცვლად შემთხვევით მნიშვნელობებს გამოიყენებს, რაც ერთი შეხედვით ძალიანჭკვიანური ხრიკია ამ ტიპის თვალთვალისგან თავდაცვისათვის.
Airtight Networks, რომლის სპეციალიზაციაში შედის MAC-ზე დაფუძნებულიმდებარეობის თვალთვალის სისტემა კლიენტებისათვის დაინტერესდა iOS 8-ის დაცულობით და აღმოაჩინა, რომ რეალურად ამ მეთოდის ეფექტურობა და მოლოდინები გადამეტებულია. საჭიროა მობილური და iOS-ის ადგილმდებაროების სერვისების ერთდროულად გამორთვა, რაც სერიოზულად ამცირებს გაჯეტების ფუქციონალს. ლოკაციის სერვისების გამორთვა გამოიწვევს GPS-ისა და მასზე დამოკიდებული სერვისების მიუწვდომლობას. თუ გამორთავთ მობილურ მონაცემთა გაადაცემას, მაშინ ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ WiFi-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. მობილური მოწყობილობების წინა მოდელებზე და პლანშეტებზე ეს ფუნქცია არ ვრცელდება და ახალ ვერსიაშიც ის მხოლოდ ჩაძინებულ რეჟიმშია აქტიური და ეკრანის ანთებისთანავე წყვეტს მუშაობას.
მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა ზოგიერთ სიტუაციებში ეფექტურიც იყოს, მაგრამ რალურად მდებარეობის დადგენა მაინც არის შესაძლებელი მობილური მონაცემთა გადაცემის საშუალებით, მაშინაც კი როცა MAC მისამართების დაცვა აქტიურია. “ადვილია განასხვავო რეალური და შემთხვევითი MAC მისამართები იმიტომ, რომ ისინი სპეციალურ სიგნატურებს იყენებენ” ამბობს ჰემანტ ჩასკარი, რომელიც Airtight-ის ვიცე პრეზიდენტია. “თუ თქვენ გინდათ გაფილტროთ რეალური და არარეალური მისამათრები და შემდეგ ჩაატაროთ დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი ეს შესაძლებელია”
შედეგაც iPhone-ის მომხმარებლების დიდი უმრავლესობა ამ დაცვის გარეშე დარჩება, რითაც მდებარეობის თვალთვალით დაკავებული ინდუსტრია თითქმის ვერ იგრძნობს განსხვავებას. შესაძლოა iOS 8-ში განხორციელებულ MAC მისამართების დაცვის ტექნოლოგია მხოლოდ დასაწყისია და მომავალში უფრო მეტსაც უნდა ველოდეთ, მაგრამ ზაფხულში მოცემული დაპირებები კვლავ შეუსრულებელი რჩება.